Barçamania.Ge

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დიდი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
დიდი ნაბიჯი გადაიდგა ჩემპიონობისკენ. წინ რვა ტურია და ბარსას შეუძლია ხუთ ტურში ოფიციალურად გაჩემპიონდეს. მანამდე ქულები არ უნდა დაკარგოს და მერე "რეალ მადრიდი" უნდა დაამარცხოს სახლში. ეს უკვე საკმარისია ჩემპიონობისთვის. ფლიკის დუბლისთვის, მისმა გუნდმა ამ ორ სეზონში უკვე სამასი გოლი შეაგდო. ფლიკის ბარსა უკვე ისტორიის ნაწილია. გაიხსენებენ როდის დაიწყო "ბარსელონას" გამოღვიძება დიდი ჩავარდნის შემდეგ და ნიშნული ჰანსი ფლიკის მოსვლა იქნება.

უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს ბარსა და "ატლეტიკო". ორი მატჩიც წინ არის. ორი მთავარი მატჩი. გზა ლიგის ნახევარფინალისკენ. ის სულ სხვა მატჩები იქნება. ომი იქნება მოედანზე და სწორედ ამ დროს არ გვეყოლება მთავარი მებრძოლი, საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატი - რაფინია. ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ გუშინ გვაჩვენა ბარსამ რომ მის გარეშეც შეუძლიათ "ატლეტიკოს" დამარცხება.

აბა ვნახოთ რა იქნება.

მოთხოვნა გათვალისწინებულია

თასის ნახევარფინალში "ატლეტიკომ" ბარსას გადაუარა, მეტწილად მაღლა ამოწეული დაცვის ხაზის გამო, ყველა გადაგდებული ბურთი საფრთხე იყო ბარსას კართან, ახლა კი ფლიკმა ფეხბურთელებისა და კრიტიკოსების მოთხოვნა გაითვალისწინა და დაცვის ხაზი საშუალო ზონამდე ამოწია. "ატლეტიკოს" მაინც დარჩა სივრცე მცველებს ზურგსუკან, გოლიც ხომ სწორედ ასე შეაგდეს?! სიმეონეს ღვთაებრივი პირველი შეხება ჰქონდა, ბურთი ისე გაიჩერა რომ გოლი გარდაუვალი გახდა. მაინც მოძებნეს "ათლეტებმა" სივრცე მეკარესა და ცენტრალურ მცველებს შორის, მაგრამ, დისტანცია მაინც მაქსიმალურად იყო შემცირებული, ეს ფლიკის მაქსიმუმია, ამაზე მეტად ეგ აღარ გამოვა, ეს უკვე იყო დათმობაზე წასვლა და ჩემპიონთა ლიგაზეც სავარაუდოდ ასეთი სურათი გვექნება.

დიდად სწრაფი კი ვერ არის ვერც კუბარსი და ვერც ჟერარ მარტინი. არაუხოს ნდობა არ შეიძლება, კანსელუ კი გადასარევ ფორმაშია, მაგრამ სისწრაფე მასაც დაკარგული აქვს. ამიტომ, მთავარი საფრთხე ისევ ეს გადაკიდებული ბურთები იქნება მცველებს ზურგსუკან.

შემადგენლობაც საინტერესო იყო:

არაუხო მარჯვენა მცველად - იმიტომ, რომ კუნდე მხოლოდ ახლა დაბრუნდა;

ერიკ გარსია საყრდენად - იმიტომ, რომ დე იონგს ისევ ტრავმა აქვს;

რაშფორდი გარემარბად - იმიტომ, რომ რაფინია დავკარგეთ;

ოლმო ცრუ ცხრიანზე - იმიტომ, რომ ლევანდოვსკის ლიგისთვის ინახავს, ფერანის იმედი კი მამამისსაც აღარ აქვს;

ასეა თუ ისე, გაამართლა. მარკუსი ძალიან აქტიური იყო, მაგრამ სწორი გაგრძელების პოვნა უჭირდა, ხშირად კარგავს ხოლმე ბურთს, ტაიმის ბოლოს შეძლო სწორი პასის გაკეთება და დაუბრუნდა კიდეც ერთი-ერთზე. ასე გათანაბრდა ანგარიში. ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად დაარტყა, მაგრამ მაგას ვინ ჩივის, უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო.

ტაიმის ბოლოს კი იამალი გაიქცა და გონსალესი გავიდა, თამაშიდან გავიდა. ვეღარ გაუძლო, ვეღარ გაქაჩა და გააწითლეს. აბა კარგად ჯიგარო!

ვერშემდგარი შედევრები

ლამინეს ჰქონდა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი, ბრწყინავდა კანსელუც, კარგი იყო პედრიც, მაგრამ ლამინემ საერთოდ სხვა დონეზე ითამაშა. თავიდანვე თუ წაუვიდა თამაში მერე ბოლომდე ერთობა და ახლაც ასე იყო, მისი ყველა შეხება ბურთთან ზეიმის საბაბი ხდებოდა, დააბრუნა რონალდინიოს ეფექტი "ბარსელონაში". სამწუხაროდ შედევრები ვერ ვნახეთ, ცოტა აკლდებოდა, მაგალითად, მცველს შეურაცხყოფა მიაყენა ფლანგზე და მერე თავისი საფირმო ეფეთი ერთი-ერთზე გაიყვანა ფერმინი, რომელმაც ვერ შეირგო ეს პასი, ვერ დადგა მყარად ფეხზე და დარტყმაც აღარ გამოუვიდა. არადა... ზღაპარი იქნებოდა ამის შეგდება.

იყო იდეალური "მესამეზე პასი", რომლის მერე იამალი ერთი-ერთზე დარჩა და თავზეც თითქოს იდეალურად გადაუგდო მეკარეს, მაგრამ ძელს მოხვდა ბურთი. ძალიან ლამაზი იქნებოდა კარის ბადეში, მაგრამ არ გამოვიდა. მერე იყო და ოთხი მცველი მიაწყო ერთმანეთს, აქ უფრო ნეიმარს ჰგავდა, ისედაც ხომ ყველა მოძრაობით ჰგავს, ფაქტობრივად ცაცია ნეიმარია. სამწუხაროდ არც ეს მომენტი დასრულდა გოლით, ესეც შედევრი იქნებოდა.

ულამაზესი იყო ოლმოსა და ფერანის კომბინაციაც, ძალიან სწრაფი, სწორი, იდეალური, ჰგავდა მესისა და ალვეშის თავბრუდამხვევ რეიდს, არც ეს გავიდა, ფერანი ურტყამდა და მეკარემ აჯობა. ესე იგი, ბარსას უამრავი მომენტი ჰქონდა, ძალიან ლამაზი და კარგი მომენტი, იმსახურებდა მოგებას და მოიგო კიდეც, სათქმელი კი ის არის, რომ გოლები რთულად გადის, იმიტომ, რომ კარგი შემდგები არც ფერანია და არც რაშფორდი, (მიუხედავად იმისა, რომ შეაგდო) და არც იამალია გოლეადორი. ლევანდოვსკი კიდევ დაგვიბერდა. ასე რომ, რთული იქნება ლიგაზე ბარიერების გადალახვა, რთული, მაგრამ შესაძლებელი.

გამარჯვების გოლი პოლონელმა შეაგდო, რა თქმა უნდა, ეს რეაქცია იყო, უბრალოდ არ მოხვედრია ბურთი. კანსელუმ "ატლეტიკოს" მცველი ისე აწვალა ფლანგზე ამის შემხედვარე ტრიბუნა დაცარიელდა, ხალხს გული შეუწუხდა, ცოტაც რომ გაგრძელებულიყო მიწაზე ფორთხიალი თეთრ ნაჭერსაც გადმოაგდებდნენ მოედანზე, მაგრამ სწრაფად მოხდა ყველაფერი, მიაგდო მცველი საჯარიმოში და კარშიც დაარტყა, ის ხომ ორივე ფეხით კარგად თამაშობს, მეკარემ წინ მოიგერია და წინ ყოველთვის ლევანდოვსკია. ეგეც მეორე. ბარსამ მოიგო. დიდი ალბათობით ჩემპიონობაც მოიგო.

იყო თუ არა წითელი?

ჩემი აზრით იყო. მარტინი უნდა გაეგდოთ. გასაგებია, რომ ჯერ ბურთზე ითამაშა და ჩათვალეს, რომ უბრალოდ თავი ვეღარ შეიმაგრა, მაგრამ ჩემთვის ეგ წითელი ბარათია.

წინ რა გველის?

წინ გველის "კამპ ნოუ" და ისევ "ატლეტიკო". საჭირო იქნება დიდი ანგარიშით მოგება.

300+ გოლი ჰანსი ფლიკის ეპოქაში
"ატლეტიკოსთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში (1-2) მარკუს რაშფორდის გამათანაბრებელმა გოლმა ჰანსი ფლიკის ეპოქაში მესამე ასეული დააფიქსირა და ლევანდოვსკიმ გამარჯვების გოლით მაჩვენებელი 301-მდე გაზარდა

“ბარსელონამ” ახლა უკვე 301 ოფიციალური გოლი გაიტანა ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით. გერმანელი მწვრთნელის გაწვრთნილ გუნდს 107 მატჩში საშუალოდ 2.81 გოლი აქვს გატანილი. გუშინ მარკუს რაშფორდის გამათანაბრებელმა გოლმა საერთო რაოდენობა 300-მდე აიყვანა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკის გამარჯვების გოლმა ეს მაჩვენებელი 301-მდე გაზარდა. გასული სეზონი 174 გოლით დასრულდა, რაც კლუბის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია, ხოლო მიმდინარე სეზონში უკვე 127 გოლია გატანილი.

შემტევი ძალა ყველა ტურნირზე

ეს 301 გოლი ოთხ ტურნირზე გადანაწილდა, რომლებშიც “ბარსელონა” ასპარეზობდა (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი). მხოლოდ ლა ლიგაში, ფლიკის ხელმძღვანელობით, “ბლაუგრანამ” 68 მატჩში 182 გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონამ” 24 მატჩში 73 გოლი გაიტანა. ესპანეთის თასზე კატალონიელებმა 11 მატჩში 31-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება, ხოლო ესპანეთის სუპერ თასზე ოთხ მატჩში 15 გოლი დაამატეს.

ლევანდოვსკი ლიდერობს

ფლიკის ეპოქაში საუკეთესო ბომბარდირი ლევანდოვსკია. “მეტროპოლიტანოზე” გატანილი გამარჯვების გოლით მან თავისი მაჩვენებელი 88 მატჩში 60 გოლამდე გაზარდა. პოლონელს მოსდევს რაფინია (53 გოლი 87 მატჩში), ლამინ იამალი (39 გოლი 94 მატჩში), ფერან ტორესი (35 გოლი 84 მატჩში) და დანი ოლმო (20 გოლი 76 მატჩში).

ექვსი მოგება ჩემპიონობამდე
ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტური "ბარსელონასთვის" ძალიან წარმატებული გამოდგა.

ჰანსი ფლიკის გუნდმა ტურის ცენტრალურ მატჩში "ატლეტიკო" სტუმრად 2-1 დაამარცხა, მანამდე კი თავისი თამაში "ბლაუგრანას" ერთადერთმა კონკურენტმა, "რეალ მადრიდმა" წააგო.

ლა ლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე "ბარსელონა" წინ უკვე 7 ქულითაა გაჭრილი, რაც ჩემპიონობის შენარჩუნებისთვის წინგადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია.

დარჩენილი 8 თამაშიდან ექვსის მოგება ჰანსი ფლიკის გუნდს პირველობას გაუნაღდებს, ხოლო თუ 10 მაისს "რეალ მადრიდი" დაამარცხეს, კატალონიელებს 5 მოგებაც ჰყოფნით.

საინტერესოა, რომ თუ "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" თავიანთ მომდევნო 4-4 თამაშს მოიგებენ, 35-ე ტურში "სპოტიფაი კამპ ნოუზე" გასამართი "ელ კლასიკო", შესაძლოა, საჩემპიონო გამოდგეს. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში "რეალ მადრიდის" ძლევით "ბარსა" ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.

შემადგენლობა ატლეტიკოსთან თამაშისთვის
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა “ატლეტიკოსთან” სტუმრად გასამართი მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

”ბლაუგრანას” სასტარტო თერთმეტეული ასეთია:

ჟ. გარსია; არაუხო, კუბარსი, მარტინი, კანსელუ; ე. გარსია, პედრი; იამალი, ოლმო, ფერმინი; რაშფორდი.

ატლეტიკო-ბარსელონა - მატჩისწინა მიმოხილვა
ლა ლიგის ლიდერები "ვანდა მეტროპოლიტანოსკენ" მიემართებიან, სადაც სასწორზე სამი უმნიშვნელოვანესი ქულაა, დიეგო სიმეონეს გუნდის წინააღმდეგ ათ დღეში გასამართი სამი მატჩიდან პირველში.

ლოდინი დასრულდა. სეზონის ბოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება და ეს დაბრუნება ლა ლიგაში მართლაც მძიმე წონის დაპირისპირებით ხდება. “ბარსელონა” საკუთარ უპირატესობას გამოცდის "ვანდა მეტროპოლიტანოზე" სტუმრობით, სადაც “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ითამაშებს.

პირველი სამიდან

"ბლაუგრანამ" და "როხიბლანკომ" ცოტა ხნის წინ ორჯერ ითამაშეს ესპანეთის თასის ნახევარფინალში, ხოლო ამ შაბათის მატჩი ათ დღეში გასამართი სამი ახალი შეხვედრიდან პირველი იქნება, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგაზე ორი დაპირისპირება გაიმართება.

მაშინ, როცა “ბარსელონა” სატურნირო ცხრილს ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ “რეალ მადრიდთან” ოთხქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობს, “ატლეტიკო” მეოთხე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის საგზური პრაქტიკულად უკვე განაღდებული აქვს და მინიმალური მიზანი მესამე ადგილზე გასვლაა, “ვილიარეალზე” წინ. ქაღალდზე ეს იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონა” მაქსიმუმს დადებს, ხოლო მადრიდული გუნდი შესაძლოა როტაციას მიმართავდეს ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით.

“ატლეტიკოს” დანაკლისი

დისკვალიფიკაციების, ტრავმებისა და ფიზიკური პრობლემების გამო, სიმეონეს არჩევანი შეზღუდული აქვს, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში. ჯონი კარდოსო, სასტარტო თერთმეტეულის ნახევარმცველი და ლიორენტე, ძირითადის მარჯვენა მცველი, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, ორივე დისკვალიფიცირებულია. გარდა ამისა, მენდოსა და პაბლო ბარიოსი კვლავ ტრავმირებულები არიან, ხოლო მასპინძელთა მწვრთნელმა შესაძლოა სისტემაში ცვლილებები შეიტანოს - ან ბაენა ან გრიზმანი გამოიყენოს ცენტრალურ ნახევარმცველად კოკესთან ერთად, ან შანსი მისცეს ახალგაზრდა ვარგასს, რომელიც გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში შეუერთდა.

მარკ პუბილიც ტრავმის გამო გამოტოვებს მატჩს, ხოლო იან ობლაკისა და სორლოთის მდგომარეობა საეჭვოა.

კუნდე და ბალდე ბრუნდებიან, რაფინია ვერ ითამაშებს

“ბარსელონა” რაფინიას გარეშე იქნება, რომელიც სანაკრებო მატჩებზე დაშავდა, ასევე დე იონგისა და კრისტენსენის გარეშე, რომლებიც უკვე ტრავმირებულები იყვნენ. თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდს ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე უბრუნდებიან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბლაუგრანას სეზონის დასკვნით ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ელოდება. არა მხოლოდ მეტოქის სიძლიერის გამო, არამედ იმიტომაც, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ გამართული თამაშები ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა გუნდის უმეტესობა მხოლოდ ხუთშაბათს ბრუნდება, მატჩამდე სულ ორი დღით ადრე. მიუხედავად ამისა, მთავარი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა.

ჰანსი ფლიკი ატლეტიკოსთან თამაშის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა "ატლეტიკოსთან" ხვალ გასამართი მნიშვნელოვანი თამაშის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ეს არის მატჩი ლიგისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ.

მეტოქე მაღალი დონისაა და მის ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია თამაშის ბედის გადაწყვეტა. ძალიან მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ ის შეცდომები, რომლებიც ამ სტადიონზე ბოლოს დავუშვით. მომეწონა დღევანდელი ვარჯიში და წინ კიდევ ორი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა დარჩენილი."

ფლიკი რაფინიას ტრავმასა და მის არყოფნაზე.

"ეს არის ისეთი რამ, რაც ფეხბურთში ხდება ხოლმე. ის ბრაზილიაში წავიდა. ჩვენ ვსაუბრობდით FaceTime-ზე და იმისთვის, რომ უფრო მშვიდად ყოფილიყო და უფრო სუფთა გონებით ეფიქრა, შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღე ოჯახთან ერთად ბრაზილიაში დარჩებოდა დასასვენებლად. ზოგჯერ საჭიროა განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება."

ფლიკი შეურაცხმყოფელ და რასისტულ სკანდირებებზე, რომლებიც მაყურებლის ნაწილმა ესპანეთი-ეგვიპტის მატჩის დროს გააჟღერა.

"ლამინ იამალმა ფანტასტიკური განცხადება გააკეთა. ფეხბურთის სამყაროში ჩვენ ინკლუზიისთვის ვართ.

ეს იყო გამაღიზიანებელი, ეს არის იდიოტების მცირე რაოდენობა, რომლებიც ამას ვერ იგებენ. დროა, ვიფიქროთ და გავუმჯობესდეთ.

არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ცხოვრებაში. რასიზმს ადგილი არ აქვს. საქმე ეხება ყველას, ერთად ყოფნას.

ყველას გვინდა პატივისცემა და მნიშვნელობა არ აქვს, როგორი კანი, რასა თუ რელიგია გვაქვს. არაფერი. ჩვენ არ გვინდა რასიზმი."

ფლიკი, როდესაც ფრენკი დე იონგზე ჰკითხეს.

"პოზიტიური სიახლე ის არის, რომ დავიბრუნეთ ჟიულ კუნდე, ალეხანდრო ბალდე და ერიკ გარსია. მომავალ კვირაში ისიც შეძლებს გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებას. მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ. უნდა დაველოდოთ."

ფლიკი "ვანდა მეტროპოლიტანოს" მოედანზე.

"ამაზე ვისაუბრეთ. მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ამას უნდა მიაქციონ ყურადღება და შესაძლოა, ბუცებიც შეცვალონ. ისინი უნდა მოემზადონ და ადაპტირდნენ."

ფლიკი კიდევ ერთხელ, როგორ ხედავს "ატლეტიკოს" დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით, როგორც მეტოქეს.

"მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია და მათ ჰყავთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. მომწონს, რასაც მათგან ვხედავ და როგორ თამაშობენ.

მათ ჰყავთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები, მაგალითად ანტუან გრიზმანი. მათი მოთამაშეები ფანტასტიკურები არიან და მათ სტადიონზე ატმოსფეროც ასევე შესანიშნავია."

ფლიკი ლა მასიაზე.

"ამ მოედნებზე 2,600-ზე მეტი მოთამაშე ყოფილა და ლა მასიას ფილოსოფია ფანტასტიკურია.

აქ შეგიძლია იგრძნო, როგორ იზრდები ამ ფილოსოფიით და იწყებ მისით ცხოვრებას. ლა მასია ბევრ რამეს აკეთებს და ამას ძალიან კარგად აკეთებს."

ფლიკი რობერტ ლევანდოვსკიზე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის შანსი ხელიდან გაუშვა.

"მან ორივე მატჩში 90 წუთი ითამაშა. ის ძალიან პროფესიონალია და ფიქრი იმაზე, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, მას ნაღვლიანს გახდის, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია. ახლა ის კონცენტრირებულია იმაზე, რაც ჩვენ გვჭირდება მისგან მომდევნო კვირებში."

ფლიკი მარკუს რაშფორდზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე.

"ადრეც ვთქვი, რომ მარკუს რაშფორდით კმაყოფილი ვარ. ბოლო კვირებში მას ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ახლა მას დიდი შესაძლებლობა აქვს. ის ჰგავს გავის, რომელიც ვარჯიშებზე თავის დონეს დაუბრუნდა."

ფლიკი "ბარსელონა" ქალთა გუნდის მიერ "რეალ მადრიდი" ქალთა გუნდის განადგურებაზე.

"ძალიან ვისიამოვნე. მომეწონა, რაც ვნახე. ეს სხვა დონეა. "ბარსელონა" ქალთა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა ფიზიკურად, ტექნიკურად და მენტალურად. ისინი დომინირებენ."

ბარსელონა - გამოსავალი ბასტონისთვის
იტალიაში მიიჩნევენ, რომ ალესანდრო ბასტონისთვის “ბარსელონა” საუკეთესო გამოსავალია იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც ის ეროვნულ ნაკრებში განცდილი მარცხის შემდეგ აღმოჩნდა.

ცენტრალური მცველი ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მიიჩნიეს იტალიის მორიგი იმედგაცრუებისთვის, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში ბოსნიასთან შეხვედრაში მისი გაძევება გადამწყვეტი აღმოჩნდა და გუნდმა საბოლოოდ ტურნირზე გასვლა ვერ შეძლო.

იტალიურმა მედიამ ბასტონის თამაში მკაცრად გააკრიტიკა და მისი გაძევება ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეაფასა. ზოგი გამოცემა მის სეზონს “კატასტროფულად” აფასებდა, ხოლო სხვებმა მისი მოქმედება “უაზროდ” შეაფასეს.

გარდა მედიისა, ფეხბურთელი კრიტიკის ობიექტი გახდა გულშემატკივრებშიც. სოციალურ ქსელებში მას და მის მეუღლეს ათასობით შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუტოვეს, რის გამოც მათ კომენტარების შეზღუდვა მოუწიათ.

ამ გარემოებების ფონზე, იტალიაში მიაჩნიათ, რომ ბასტონისთვის საუკეთესო გამოსავალი ქვეყნის დატოვება შეიძლება იყოს, ხოლო “ბარსელონა” იდეალურ ვარიანტად განიხილება.

კატალონიურ კლუბში ფიქრობენ, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 55-60 მილიონ ევროდ შესაძლებელია და არსებული კრიტიკა მის წასვლას კიდევ უფრო გაამარტივებს.

იტალიის მარცხის შემდეგ ბასტონი მოედანს ძალიან დამწუხრებული ტოვებდა, რაც კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება იყოს იმისა, რომ მისი მომავალი უკვე იტალიას აღარ უკავშირდება.

6-0, 12-2 და ნახევარფინალში ბაიერნი
ქალთა ჩემპიონატზე ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ეტაპი იოლად გაიარა ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა, "ბარსელონამ", რომლის მეტოქეც "რეალ მადრიდი" იყო.

ესპანეთის დედაქალაქში გამართული პირველი შეხვედრა კატალონიელებმა მარტივად, 6-2 მოიგეს. თუმცა განმეორებით მატჩში მადრიდელებს უარესი ელოდათ.

"სპოტიფაი კამპ ნოუზე", რომელიც თითქმის სრულად შეივსო (60 ათას გულშემატკივარზე მეტი) ქომაგებმა 6 გოლი იხილეს და ყველა მათგანი "რეალ მადრიდის" კარში. პირველ ტაიმში თავი პუტელიასმა, ჰანსენმა, პარედესმა და პაიორმა გამოიჩინეს, მეორეში კი თითო გოლი ჰანსენმა და ბრუგტსმა დაამატეს.

ორი მატჩის ჯამში "ბარსელონამ" 12-2 მოიგო და გავიდა ნახევარფინალში, სადაც კატალონიელებს "ბაიერნი" ელოდათ. ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრაში "ბლაუგრანამ" "რეკორდმაისტერი" 7-1 გაანადგურა.

1/2-ფინალური თამაშების 25 აპრილსა (მიუნხენში) და 2 მაისს (ბარსელონაში) გაიმართება.

სპოტიფაი კამპ ნოუს დასრულების კალენდარი
"სპოტიფაი კამპ ნოუ" ისედაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი იყო, განახლების შემდეგ კი "ბარსელონას" საშინაო არენა კიდევ უფრო უკეთესი იქნება. თუმცა ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებას გარდა დიდი ფულისა, დროც ჭირდება.

"ბლაუგრანას" სტადიონი ამჟამად დაახლოებით 60 ათას ადამიანს იტევს, მიზანი კი 100 ათასზე მეტი გულშემატკივრის მასპინძლობაა. ამ მიზანს კატალონიური კლუბი ნელ-ნელა მიაღწევს.

პირველი და მეორე იარუსის სრული დატვირთვის აღდგენის შემდეგ, ახალი მესამე იარუსიც ეტაპობრივად შეივსება მომდევნო სეზონში (26-27), მათ შორის VIP ლოჟებით. ყველაზე რთული სამუშაოები შიდა სივრცეებს უკავშირდება: კვების სერვისები, დარბაზები, დაკაბელება, VIP ლოჟების ინტერიერი…

მესამე იარუსის გახსნა მოსალოდნელია 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, ამ ზონის VIP ლოჟების ჩათვლით. იმ მომენტისთვის ტევადობა უკვე დაახლოებით 70,000 ადამიანი იქნება.

ახლა მიმდინარეობს მესამე იარუსის ტრიბუნების ჰიდროიზოლაცია და სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება სავარძლების მონტაჟი.

მესამე იარუსის სავარძლები და ტრიბუნის VIP ლოჟები გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2026 წლის ბოლოსთვის. საშობაო პაუზის შემდეგ, გეგმა არის, რომ ტრიბუნის მთელი ზონა კომერციულად სრულად გამოიყენებოდეს: პირველი და მეორე იარუსი (რომლებიც უკვე მოქმედია), პლუს მესამე და VIP ლოჟები, ყველა სერვისის სრულად ფუნქციონირებით. დასწრება იქნება დაახლოებით 80,000 მაყურებელი.

სტადიონის სრულად გამოყენებას "ბარსა" 2027 წლის გაზაფხულიდან შეძლებს. მესამე იარუსის დასრულების შემდეგ, რიგი მივა კარებს უკან სექტორებზე; აპრილის ბოლოს ისინი დასრულებული იქნება. ეს არის ეკონომიკურად საკვანძო მომენტი, როდესაც სტადიონს მხოლოდ სახურავი დარჩება დასამატებელი.

სახურავის დამონტაჟება 2027 წლის მაისში ან ზაფხულში დაიწყება და დაახლოებით ოთთ ხვეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში არენაზე სხვა აქტივობები აკრძალული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2027/28 წლების სეზონის პირველ რამდენიმე შეხვედრას "ბლაუგრანა" სხვა სტადიონზე გამართავს.

რობერტ ლევანდოვსკი გადაწყვეტილებას მალე მიიღებს
რობერტ ლევანდოვსკი საკუთარ მომავალზე, როგორც კლუბის, ასევე ეროვნული ნაკრების დონეზე, გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

"ბარსელონა" მზად არის, ერთწლიანი კონტრაქტი განსხვავებული პირობებით შესთავაზოს, სადაც მისი ხელფასი შემცირებული იქნება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლევანდოვსკის აგენტის, პინი ზაჰავის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მის წინაშე ყველა შესაძლო ვარიანტი დაიდოს, რაც საუდის არაბეთიდან, MLS-იდან და იტალიიდანაც კი მიღებულ შეთავაზებებს მოიცავს. საქმე მის ოჯახს, სპორტულ პროექტსა და მის საკუთარ განცდებს ეხება; კონტრაქტის ფინანსური მხარეც მნიშვნელოვანი იქნება. ლევანდოვსკი ყველაფერს შეაფასებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.