პელე: "მათ ჰყავთ მესი, ჩვენ კი ნეიმარი"
ლეგენდარულმა ფეხურთელმა პელემ უყუყმანოდ დააყენა ნეიმარი მესისა და მარადონას გვერდით და თან ირონიული გზავნილი გაუკეთა არგენტინელებს.
"ისინი საუბრობენ მარადონაზე და მესიზე, მაგრამ ჩვენ გვყავს ნეიმარი, რომელსაც არაჩვეულებრივი უნარები აქვს." განაცხადა პელემ do Jô Program-თან ინტერვიუში. ბრაზილიელმა არგენტინელებზე ხუმრობით თქვა: "მადრიდის "რეალს" ჰყავდა დი სტეფანო, არაჩვეულებრივი ფეხბურთელი. მაშინ ისინი ამბობდნენ, რომ დი სტეფანო პელეზე უკეთესია. შემდეგ იყო სივორი და მასზეც იძახდნენ, რომ ის პელეზე უკეთესია. შემდეგი იყო მარადანო, ახლა კი მესი. პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდნენ და გადაწყვიტონ, ვინ არის არგენტინაში საუკეთესო." - სიცილით თქვა ბრაზლიელმა.
ნეიმარზე საუბრისას პელემ განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი "მოედანზე უფრო აგრესიული" უნდა იყოს. "ის საუკეთესოა თავის გუნდში და ამავდროულად ძალიან კარგი უნარებით დაჯილდოვებული ფეხბურთელია."
პელემ "სანტოსი" "ბარსას" შეადარა და განაცხადა, რომ კატალონიელების მსგავსად ბრაზილიური კლუბიც ნიჭიერი ფეხბურთელების "ქარხანაა". ""სანტოსი" ფეხბურთელების ქარხანაა. იგი უამრავ მოთამაშეს ზრდის ყოველგვარი დანახარჯების გარეშე."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]