სერჟინიო დესტი: ჰანსი ფლიკის გუნდს კარგად მოვერგებოდი

სერჟინიო დესტი: ჰანსი ფლიკის გუნდს კარგად მოვერგებოდი

"ბარსელონას" ყოფილი და პსვ-ს ახლანდელი ამერიკელი განაპირა მცველი სერჟინიო დესტი "ბლაუგრანაში" დაბრუნების სურვილს ღიად აფიქსირებს.

"ბარსაში" ისევ გადასვლა საოცნებო იქნებოდა. საოცარია, როგორ თამაშობს ჰანსი ფლიკი. ვფიქრობ, ამ გუნდს კარგად მოვერგებოდი.

ურუგვაისთან თამაშის შემდეგ არაუხოს ველაპარაკე. კარგი საუბარი გვქონდა. რონალდმა მითხრა, ის და ფრენკი ზოგჯერ განიხილავენ, რომ არ ესმით, რატომ გამყიდეს, რომ გუნდს კარგად შევეწყობოდი.

- ციტირებს 25 წლის ფეხბურთელის სიტყვებს NPO Radio 1.

დესტი "ბარსელონას" საკუთრებაში 2020-2024 წლებში იმყოფებოდა. 2022 წელს სერჟინიომ ერთწლიანი იჯარით "მილანს" მიაშურა. 2023 წელს ის ასევე ერთწლიანი იჯარით პსვ-ში გადავიდა, 2024 წლიდან კი ნიდერლანდული კლუბის სრულფასოვანი წევრია.

სერჟინიო დესტმა "ბარსაში" 72 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლი და 4 ასისტი მიითვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #4 34 წუთის წინ
    0
    არაა მთლად არასწორი მოსაზრება ქონდა ნიჭი ამ ბიჭს სწორ მწვრთნელთან მინიმუმ სერხი რობერტოს დონეს დადებდა

    ციტატა: cruyff9
    არაუხოც ვერ გაიგებს რო გაასხავს წელს😅😅

    არ უპირებენ გაყიდვას ჯიგარს😀 არც ფერან ტორესს და გავაფრენ ეგ 2 <<ცენზურის დარღვევა>> თუ კიდევ დარჩება გუნდში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 43 წუთის წინ
    0
    არაუხოც ვერ გაიგებს რო გაასხავს წელს😅😅
    წევრი [?]
    #2 1 საათის წინ
    0
    მეც მოვერგებოდი, სკამზე ჯდომით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 საათის წინ
    0
    გადი აქედან ისე ბალდე ამას არაფრით ჯობია😔