გაიმართა ბოიანის წიგნის პრეზენტაცია

გაიმართა ბოიანის წიგნის პრეზენტაცია

იტალიური "რომას" ფეხბურთელმა ბოიან კრკიჩმა დაწერა წიგნი სახელად "ჩემი ბარსა". ეს არის ავტობიოგრაფია, სადაც ესპანელი თავდამსხმელი საუბრობს ყოფილ თანაგუნდელებზე და ზოგადად "ბარსელონაზე".

 

როგორც მოგეხსენებათ, კრკიჩი არის "ბარსელონას" აღზრდილი და ამ სეზონის დასაწყისამდე სწორედ ამ კლუბის ღირსებას იცავდა. შემდემ მან იტალიის დედაქალაქში გადაბარგება გადაწყვიტა. მიზეზად ის თქვა, რომ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მას არ აძლევს სათამაშო დროს, რომელსაც იგი იმსახურებს.

 

"რომაში" გადასვლის შემდეგ ბოიანი არც ისე კარგი თვალით უყურებს გვარდიოლას და ხშირად მის შესახებ არასასიამოვნო კომენტარს აკეთებს. ახლაც მან თქვა, რომ თავის წიგნს არ აჩუქებს ესპანელ სპეციალისტს.

 

"ნამდვილად არ მსურს ამ წიგნის გვარდიოლასთვის ჩუქება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას წიგნში შევურაცხყობ ან ვლანძღავ. მე მას არ ვაკრიტიკებ, უბრალოდ არ მსურს მისთვის ამ საჩუქრის გაკეთება." –განაცხადა ახალგაზრდა ესპანელმა.

 

აქვე იხილეთ წიგნის პრეზენტაციის რამდენიმე სურათი.

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.