რომარიოს შვილი შესაძლოა, "ლა მასიაში" აღმოჩნდეს

რომარიოს შვილი შესაძლოა, "ლა მასიაში" აღმოჩნდეს

გამოჩენილ ბრაზილიელ ფორვარდს სურს, რომ თავისმა შვილმა სწავლება "ლა მასიაში" განაგრძოს.

 

El País-თან ინტერვიუში რომარიომ ისაუბრა კატალონიურ კლუბთან თავის პრობლემებსა და წარმატებებზე: "ჩემთვის "ბარსელონა" ყველაფერს ნიშნავდა. სწორედ "ბარსაში" გავხდი ის, ვინც ვარ. მან მომცა მე ცხოვრების საგზური, მაქცია ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. მე ვხდებოდი "ოქროს ბურთის" მფლობელი, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და ჩემპიონატის გამარჯვებული... მე კარგი დამოკიდებულება მქონდა გუნდში ყველასთან, მაგრამ ამავდროულად ფაქტიურად ყველასთან მომდიოდა კონფლიქტი. მიუხედავად ამისა, ყველაფერი კარგად დასრულდა, რადგან ჩემი წყენები მცირედი იყო... ყოველთვის მენატრებოდა ბრაზილია. მუნდიალის შემდეგ მათი გულების სითბო ვიგრძენი და შევეცადე, რომ სიხარული მიმენიჭებია ჩემი ერისთვის."

 

ფეხბურთში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრისას რომარიომ გულახდილად განაცხადა: "მე რომ კვლავ შემეძლოს მოედანზე ფეხის შედგმა, დაუფიქრებლად ავირჩევდი ისევ "ბარსელონას". "

 

ინტერვიუს ბოლოს რომარიომ აღიარა, რომ სურს, თავისმა შვილმა იმუშაოს "ბარსელონას" კანტერის სისტემაში: "შევეცდები, რომ ჩემმა შვილმა ითამაშოს "ბარსაში". ამ კვირაში მე დაველაპარაკები კლუბის პრეზიდენტს სანდრო როსელს და გუნდის მთავარ მწვრთნელს პეპ გუარდიოლას."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.