ბარსელონა მარკ ბერნალის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
მარკ ბერნალის მიმდინარე ხელშეკრულების გაუმჯობესებასა და გახანგრძლივებას გუნდი სერიოზულად განიხილავს. ახალი შეთანხმება ფეხბურთელის ხელფასის მნიშვნელოვან ზრდასაც ითვალისწინებს.
ESPN-ის ინფორმაციით, ნიჭიერი ნახევარმცველის მიმართ სხვადასხვა ევროპული კლუბების მხრიდან ინტერესი საგრძნობლად იზრდება. შესაბამისად, მისი დაკარგვის რისკის თავიდან აცილებას "ბარსელონა" ახალი კონტრაქტით ცდილობს. ამ დროული ნაბიჯით კატალონიურმა "ბარსელონამ" ახალგაზრდა ვარსკვლავის მიმართ სრული ნდობა გამოხატა.
"სპოტიფაი კამპ ნოუს" მოედანზე ბერნალის თამაშს გულშემატკივრები ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ელიან. ევროპული გრანდების ყურადღების მიუხედავად, მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში იგეგმება.
ახალგაზრდა საყრდენმა ნახევარმცველმა ამჟამად მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის სექტემბერში გააფორმა. კლუბთან ის 2029 წლამდეა დაკავშირებული.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 2 ]