რამდენად კონკურენტულია ლა ლიგა?
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლა ლიგას ორი გუნდის ჩემპიონატად მოიხსენიებენ. ყველამ კარგად იცის, თუ რომელი გუნდები იგულისხმება ამ ორში. რა თქმა უნდა, საუბარია კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალზე", თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც "ვალენსია" მოღვაწეობს ცუდად (თუ არ ჩავთვლით ბოლო მატჩს "კამპ ნოუზე"). თუ ლა ლიგას შევადარებთ სხვა წამყვან ჩემპიონატებს, "ორ გუნდა" ჩემპიონატზე მოსაზრება უფრო გაგვიმყარდება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ და მესამე ადგილოსან გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა, გერმანიაში 4, ინგლისში 7, იტალიაში 8, ხოლო საფრანგეთში 9. ლა ლიგაში კი პირველ და მესამე ადგილოსან გუნდებს შორის სხვაობა შეადგენს არც მეტი, არც ნაკლები 21 (!!!) ქულას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]