ტრანსფერები – როგორ ითამაშებს "ბარსა"?

ტრანსფერები – როგორ ითამაშებს "ბარსა"?

კიდევ რა სჭირდება "ბარსელონას" , რომ გახდეს უფრო ძლიერი და წარმატებული? გვარდიოლა წავიდა, მაგრამ ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. მათ ისევ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები არიან. 

 

"ბარსას" წელს წარუმატებელი სეზონი ჰქონდა, გაუთავებელმა ტრავმიანობამ გუნდი ტემპიდან ამოაგდო. გუნდმა 6 შესაძლო ტურნირიდან მხოლოდ 2 მოიგო, როგორც ესპანელი კრიტიკოსები აცხადებენ, კატალონიელებმა ეს სეზონი ჩააგდეს. სწორედ ამიტომაა, რომ "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ტრანსფერებზეა მომართული. კარგია "ლა მასიაში" გამოზრდილი ფეხბურთელი, თუმცა ლეგიონერი უდიდესი გამოცდილებით – არც ეს აწყენდა კლუბს.

 

 

მარცხენა მცველი




ალბას ტრანსფერი უკვე გადააწყვეტილია, თუმცა არის თუ არა ხორდი საუკეთესო ვარიანტი "ბარსელონასთვის"? 


ყველამ იცის, რომ "ბარსელონაში" "სიდაბლის სინდრომია". სულ რამდენიმე ფეხბურთელია, რომელიც მეორე სართულზე ბრძოლაში საუკეთესოა. მე პირადად ვიმედოვნებდი, რომ "ბარსელონა" მაღალ და დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთელს იყიდდა. ხორდი ალბა კი დაბალი და მუდამ შეტევაში მყოდი ფლანგელია. 


ალაბა მაღალი და დაცვაზე ორიენტირებული მცველია, სწორედ ისეთი, რომელიც ზემოთ აღვწერე. შეიძლება არ არის მაღალი დონის ფეხბურთელი, მაგრამ ვფიქრობ ერიკ აბიდალის დარი ფეხბურთელი ნამდვილადაა და ღირსეულად შეუძლია ფრანგის შეცვლა. 


გარეთ ბეილი – მაღალი, მაგრამ შემტევი მენტალიტეტით. გამოირჩევა სისწრაფით, ფინტებითა და ასისტებით. მასზე ბევრი გუნდი ნადირობს, მათ შორის "ჩელსი" "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი". ვფიქრობ ამ სამიდან ყველაზე ნაკლები შანსი ტრანსფერისა, სწორედ უელსელის გახლდათ. 


ცენტრალური მცველი




ვერტონგენმა "აიაქსიდან" თითქმის უკვე შეათანხმა კონტრაქტი "ტოტენჰემთან". არადა ამსტერდამელების მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური ვერტონგენს სწორედ კატალონიისკენ მიუთითებდა. არც ტყუილად. "ბარსას" ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს ცენტრალურ მცველს. 


ივანოვიჩი წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. "ჩელსის" ტაქტიკიდან გამომდინარე, ბრანისლავი საკმაოდ გამოცდილია, არც ისე ახალგაზრდაა, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლია რამდენიმე სეზონი მაღალ დონეზე თამაში. მისი ტრანსფერიც არც ისე რეალურია, რადგან მისდანი ინტერესს უკვე დიდი ხანია მადრიდის "რეალი" იჩენს. 


ხავი მარტინესის ტრანსფერი ყველაზე რეალურია ამ ოთხს შორის. "ატლეტიკისთვის" მთავარი ფულადი მოგებაა ამ ტრანსფერში. ბაკსები მარტინესში 40 მილიონ ევროს ითხოვენ. "ბარსელონას" კი უფრო ნაკლების გადახდა სურს. ინტერესთა კონფლიქტზე ჯერ საუბარი ადრეა, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ხოლო როგორც ისტორია მოგვითხრობს, მნიშვნელოვანი ტრანსფერები აგვისტოს ბოლოს ხორციელდება. 

 

ტიაგო სილვა ალბათ ბრაზილიელების კვალს მიყვება. მიდის იქ სადაც დიდი ფული ტრიალებს. ჯერ იყო "სიტი", მერე კი "პსჟ". ტიაგოზე ლეონარდომაც ისაუბრა, რომ სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, მაგრამ გალიანიმ დროზე ჩაშალა ტრანსფერი. თუ ტრანსფერი განხორციელდა ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონა" ჩვეულებრივზე მეტად დაიხარჯა. 


თავდამსმხელი





ჯოვინკოს მხოლოდ იმიტომ განვიხილავ, რომ მისი აგენტი ძალიან აქტიურად ცდილობდა მისი კლიენტის "ბარსელონაში" გადმოყვანას. ამჟამად ის "იუვენტუსში" დაბრუნდა და კარიერას იქ გააგრძელებს. იყო ინგლისში წასვლის ვარიანტებიც, თუმცა იტალიელმა სამშობლოში დარჩენა გადაწყვიდა. 


ედისონ კავანი ერთერთი ყველაზე მოქნილი, მაგრამ მაღალი ფორვარდი. არ დაეწუნება არც დრიბლინგი და არც მეორე სართულზე ბრძოლა, მაგრამ გამოუშვებს თუ არა "ნაპოლი" ურუგვაელს? ეზეკიელ ლავეცის ტრანსფერი "პსჟ–ში", უკვე ოფიციალურობაღა აკლია. ჰამშიკის "ჩელსიში" ტრანსფერი ყველაზე რეალურია ამ ბოლო თვეების განმავლობაში. ნეაპოლიტანელები უკვე კარგავენ იმ დიდ ტრიოს, რომლის საშუალებითაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. 


რადამელ ფალკაომ და მადრიდის "ატლეტიკომ" გაკრვევით დაადასტურეს, რომ კოლუმბიელი არსად მიდის. არადა სამხრეთ ამერიკელი ზუსტად ჯდება "ბარსელონას" სისტემაში. დაბალი, დრიბლინგიორი, კარგად ხედავს მოედანს, იცის როგორ გაუთავისუფლოს ადგილი გუნდელს, არც საფეხბურთო ინტელექტი დაეწუნება. მიუხედავად იმისა, რომ დაბალია, თავსაც კარგად უბრახუნებს, მოკლედ იდეალურია კატალონიებისთვის, მაგრამ როგორც ჩანს რადამელს "ბარსას" მოსისხლე მტრების მეზობლად სურს დარჩენა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.