"ბარსელონა" – "ესპანიოლი". ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ
ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემამდე ტიტო ვილანოვამ მიმართა გულშემატკივრებს, მედიას, სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მედიას, რომელმაც ძალიან მგძნობიარედ გააშუქა მისი ავადმყოფობა: "თავს მხარდაჭერილად და დაცულად ვგრძნობდი კლუბისგან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს და ჩემს ფეხბურთელებს. ჯგუფებს შორის ბევრი საუბარი იყო და ეს ძალიან დაგვეხმარა, ამ სიტუაციამ ყველანი გაგვაერთიანა, რადგან ერთმანეთისთვის უცხოები არ ვართ" – განაცხადა მწვრთნელმა.
ვილანოვამ ასევე მადლობა გადაუხადა "Vall d’Hebron"–ის საავადმყოფოს ექიმებს, რომლებმაც დიდებული მკურნალობა გაუწიეს: "ჩემი მკურნალობა ჯერ დასრულებული არ არის და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სამუშაო მაქვს ავადმყოფობა ჩემი, ეს პირადულია" – აღნიშნა მან.
ფანტასტიკური სტარტი
"ესპანიოლთან" 4:0 გამარჯვება გულშემატკივრებისთვის დიდებული საჩუქარი იყო, ტიტომ კი გუნდის საწყისს წუთებში ნაჩვენები თამაში აღნიშნა: "თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ. შესვენების შემდეგ სტარი ადვილი არ არის, თუმცა ვაჩვენეთ, რომ ფორმაში ვართ". მწვრთნელმა ასევე მოედნის კარგ მდგომარეობაზე ისაუბრა: "მოედანი კარგ მდგომარეობაში იყო და ამან ბურთის გაკონტროლებაში ხელი შეგვიწყო".
პედრო როდრიგესმა შეხვედრაში ორი გოლის გატანა შეძლო და ძალიან კარგად ითამაშა: "პედროს გატანა შეუძლია. ყოველთვის ვამბობდი, რომ როცა სათამაშო დრო მას ექნება აუცილებლად დაიწყებს გატანას, რადგან ორივე ფეხს დიდებულად გრძნობს. ვფიქრობ, რომ გოლების გატანას მისთვის და გუნდისთვის კარგი იყო". დასასრულს ვილანოვამ აღნიშნა: "ბურთის სწრაფად გათამაშებას ვცდილობდით და მეტოქეს მასთან მიახლოვების საშუალებას არ ვაძლევდით. ჩვენმა მარცხენა და მარჯვენა ლატარელებმა (ალბა და ალვესი) დიდებულად ითამაშეს".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]