ანდრეს ინიესტა: ”ბავშვობაში ვცდილობდი გუარდიოლასთვის და ლაუდრუპისთვის მიმებაძა”
"ბავშვობაში მუდმივად ვუყურებდი პეპ გუარდიოლასა და მიქაელ ლაუდრუპის თამაშს. ყოველთვის ვცდილობდი, რომ მათთვის მიმებაძა და თუ ახალგაზრდობა უყურებს შენ თამაშს, თითქოს საოცრებებს აკეთებ, ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა.” - ციტირებს ინიესტას ფიფას ოფიციალური საიტი.
წინა სეზონში ინიესტა გახდა წლის საუკეთესო ევროპელი მოთამაშე უეფას ვერსიით, ასევე იგი ”ოქროს ბურთის” ნომინაციაზე ფინალურ სამეულში მოხვდა, რომელიც საბოლოოდ ”ბარსელონას” არგენტინელ ვარსკვლავს, ლიონელ მესის ერგო.
”სასიამოვნო იყო ორივენი, რომ ვიდექით პოდიუმზე. მე არ ვუყურებ მას, როგორც ჩემ მოწინააღმდეგეს, ის ხომ ჩემი თანაგუნდელია. ისე ვიყავი გახარებული, როდესაც მესიმ ”ოქროს ბურთი” მეოთხეჯერ მოიგო, თითქოს მე დამასახელეს გამარჯვებულად.”
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]