პერესი: "თუ "ბარსელონა" მესის გაყიდვას მოინდომებს შეუძლიათ "რეალს" დაუკავშირდნენ"
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ სრულ მზადყოფნაშია ლიონელ მესის შეძენაში, იმ შემთხვევაში თუ "ბარსელონა" მის გაყიდვას დააპირებს. იტყობინება, ესპანური პრესა.
პერესმა ეს განცხადება ჰოლანდიელი ლეგენდის, იოჰან კრუიფის სიტყვების შემდეგ გააკეთა, ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ ნეიმარის კატალონიურ კლუბში მოყვანამ შესაძლოა არგენტინელი ლიონელ მესის გაყიდვა გამოიწვიოს. ფლორენტინო პერესმა კი ამ ფაქტზე მოკლე და კონკრეტული კომენტარი გააკეთა.
"თუ "ბარსელონა" არგენტინელი ლიონელ მესის გაყიდვას დააპირებს შეუძლია მადრიდის "რეალს" დაუკავშირდეს." - განაცხადა, პერესმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კრუიფის სიტყვებმა კლუბის გულშემატკივარში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ჩატარებული გამოკითხვის შედეგად კი უდიდესი ნაწილი თვლის, რომ მესი არ გაიყიდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]