Sport: დღეს სუბისარეტა ლუის ენრიკეს კანდიდატურას წარადგენს

Sport: დღეს სუბისარეტა ლუის ენრიკეს კანდიდატურას წარადგენს

გავლენიანმა ესპანურმა ტაბლოიდმა Sport გამოაქვეყნა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დღეს, კატალონიური გრანდის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა თავის კოლეგებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკეს კანდიდატურას წარუდგენს. თუ მისი კანდიდატურა დამტკიცდა, მაშინ ”ბარსელონას” ”სელტასთვის” კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისათვის, ჯარიმის სახით 3 მილიონი ევრო ექნება გადასახდელი. 

ექს-ბლაუგრანელის ალტერნატივად კი ამჟამად ”ნიუელს ოლდ ბოისის” თავკაცი, ტატა მარტინო მოიაზრება. შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონას” ინტერესების სრულ სიაში ამ ზემოთ ნახსენები ორი სპეციალისტის გარდა შედიან: ანდრე ვილაშ-ბოაში, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდ კუმანი და ერნესტო ვალვერდე. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.