სუბისარეტა: „მესისა და ინიესტას სახელები ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“

სუბისარეტა: „მესისა და ინიესტას სახელები ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება“

"რეალთან" მოგებული თამაშის შემდეგ, "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ, კატალონიური გუნდის ფეხბურთელები შეაქო, განსაკუთრებით კი ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა გამოარჩია.

"გაწეულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო და გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მესისა და ინიესტას სახელები ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. მათ დიდებული თამაში ჩაატარეს.

სამშაბათს, ლა ლიგის მორიგი მატჩი გველის. "კამპ ნოუზე" "სელტას" ვმასპინძლობთ და ამ თამაშში ანგარიში ჯერ 0:0 არის. აღებულ კურსს უნდა მივყვეთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.