მუნირის ტრავმა არ დადასტურდა
როგორც სამედიცინო ტესტებმა აჩვენეს, კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს მუნირ ელ-ჰადადის ტრავმა არ აქვს.
ფეხბურთელმა "ვილიარეალთან" მატჩში, კუნთის არეში ტკივილი იგრძნო. თავდაპირველად ექიმებს კუნთის დაჭიმულობა ეგონათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ მარტივი ტკივილია და ადგილი არანაირ ტრავმას არ აქვს.
მუნირი ესპანეთის 21 წლამდე ნაკრებს შეუერთდა და სრულფასოვნად ვარჯიშობს. უახლოეს დღეებში კი მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]