მატიე:" მინდა შესანიშნავი მატჩები ჩავატარო"
კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟერემი მატიემ განაცხადა, რომ ის ძალიან მოტივირებულია.
"რა თქმა უნდა მე ისევ ისეთი ფეხბურთელი ვარ, როგორიც "ვალენსიაში" ვიყავი. მაგრამ 5 წლის შემდეგ ისევ შემიძლია შესანიშნავი მატჩების ჩატარება. როდესაც "ბარსელონაში" მოვდიოდი, მქონდა შეგრძნება, რომ ხალხი იგივე თვალით აღარ შემომხედავდა. ახლა ვიცი რაც უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ სეზონის ბოლოს დიდი წვეულება გავმართოთ."
"საფრანგეთის ნაკრებში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი ქვეყნის მაისური ვატარო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ბევრი რამ მოხდა და ვფიქრობ სწორედ ამიტომ გამომიძახეს." - დაასრულა მატიემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]