"ბარსელონა" ერიკ აბიდალის ფონდის მხარდამჭერი ხდება
საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" გუნდის ყოფილი მცველის, ერიკ აბიდალის საქველმოქმედო ფონდის მხარდამჭერი ხდება. ამ ინფორმაციას Foundation FCBarcelona ავრცელებს.
ერიკ აბიდალმა, ცოტა ხნის წინ, საქველმოქმედო ფონდი Eric22Abidal დააარსა, რომელიც ავადმყოფ ბავშვებსა და მათ ოჯახებს დაეხმარება. ცნობილი ხდება, რომ ფონდს მხარს "ბარსელონა" დაუჭერს. გარდა ამისა, ფონდი სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებისგან მიღებული შემოსავლებით დაფინანსდება.
ფონდის ადგილსამყოფელი ბარსელონა იქნება, მაგრამ საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" და ერიკ აბიდალი სხვა რეგიონებში საქმიანობასაც გეგმავენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]