რაფინია: "ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის"

რაფინია: "ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის"

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, "რომასთან" შეხვედრის დროს უმძიმესი ტრავმა მიიღო, მას მუხლის ჯვარედინა მყესები აქვს გაწყვეტილი. ექიმების განცხადებით მკურნალობას 6 თვე დასჭირდება და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა რაფინია თამაშს სეზონის ბოლოს შეძლებს.

მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ოპერაცია გაიკეთა, ერთი თვე გავიდა. მან სოციალურ ქსელში ატვირთა ვიდეო შემდეგი პოსტით: "ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოპერაცია გავიკეთე, ამ კვირაში 4 აღდგენითი პროცესი! დღემდე ჩუმად ყოფნა გადავწყვიტე, რადგან საჭირო იყო ჩემი ყურადღება მიმართულიყო გამოჯანმრთელებისკენ და ჩემი აზრებისკენ. ახლა კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მხარდაჭერისთვის, თითოეული შეტყობინებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ ამდენი უცნობი ადამიანისგან მიღებული სიყვარულით, ეს საოცარია. ძალიან ლამაზია, როდესაც ჩემზე ამდენი ადამიანი ზრუნავს, ეს წარმოუდგენელია! ყველა თგვენგანმა მომცა ძალა, რათა დავბრუნდე ძლიერი. ახლა ერთადერთი სურვილი მაქვს: ვიმუშაო და დავბრუნდე ძლიერი. მინდა ვიყო კარგად, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ!" - დაწერა რაფინიამ.

[media=https://www.youtube.com/watch?v=O8sNCeRXFaY]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.