ვერონი: "რამდენიმე წლის წინ მესის "ინტერში" გადასვლა სურდა"
არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონიმ განაცხადა, რომ მისმა თანამემამულემ ლიონელ მესიმ რამდენიმე წლის წინ აღიარა, რომ "ინტერში" თამაში სურდა.
"მკითხა თუ არა მესიმ ოდესმე სერია ა–ს შესახებ? რამდენიმე წლის წინ მან მითხრა, რომ "ინტერში" თამაში სურდა. მაგრამ სწორად გაიგეთ – ეს იყო დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მასიმო მორატი იყო კლუბის პრეზიდენტი.
და ვიტყვი გულწრფელად, მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ლეო "ბარსელონადან" წავიდეს." – განაცხადა ვერონიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]