დენის ჩერიშევი: „ტრიბუნების რეაქციაზე ყურადღება არ მიმიქცევია“
ესპანური "ვალენსიას" ახალწვეულმა, რუსმა ნახევარმცველმა დენის ჩერიშევმა ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში "ბარსელონასთან" მარცხის შემდგომ (0:7), კომენტარი გააკეთა. იტყობინება, AS.
"ძალიან ვწუხვარ, რომ მატჩი ასეთი ანგარიშით დასრულდა, არამარტო გაშვებული ბურთების რაოდენობის გამო, არამედ იმიჯზე, რომელიც გუნდზე აისახება. ახლა საჭიროა ტემპი მოვუმატოთ და ესპანეთის ჩემპიონატში სიტუაცია გამოვასწოროთ, ჩვენ ვალდებულნი ვართ გავიმარჯვოთ.
ტრიბუნების რეაქციაზე ყურადღება არ მიმიქცევია. მე მხოლოდ ფეხბურთზე ვიყავი კონცენტრირებული, ვცდილობდი მოედანზე ჩემი საქმე გამეკეთებინა." - განაცხადა, ჩერიშევმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]