ნეიმარი: "არ მრცხვენია, რომ მესიზე ვარ დამოკიდებული"
"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის თქმით, მას არანაირი პრობლემა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბში უმთავრესი ვარსკვლავი ლიონელ მესია და თამაში სწორედ არგენტინელის ირგვლივ ეგება.
"რა თქმა უნდა, "ბარსელონა" მესიზეა დამოკიდებული. ლიდერი ყველა გუნდს ჰყავს. მესიზე თამაშის არ მრცხვენია. არ ვნანობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვარ დამოკიდებული. მინდა, მომავალშიც მასზე ვიყო დამოკიდებული. თუ ვინმე ამაში ბრალს მდებს, მე ამით ამაყი ვარ. ყველა გუნდში არის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და პირადად მე მესის ბოლომდე ვენდობი.
მიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან ახალ კონტრაქტს გავაფორმებ. აქ, ყველა ფეხბურთელი თავს ისე ბედნიერად გრძნობს, როგორც მე."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]