ჩავი: "რონალდუს არ გაუმართლა, რადგან ის მესის ეპოქაში თამაშობს"
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა და ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს კონკურენციაზე ისაუბრა.
"ლეოს მენტალური და ფიზიკური სიჩქარე შეუდარებელია. ის უდავოდ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მხოლოდ სულელმა შესაძლოა არ უწოდოს კრიშტიანუს ელიტური მოთამაშე, თუმცა მას ცუდი იღბალი აქვს, რადგან ლეოს ხანაში მოუწია ასპარეზობა."
"ლეო მხოლოდ 29 წლისაა. ამ ასაკით კი ის ფეხბურთში ისევ ახალგაზრდაა. მე ტიტულების მოგება "ბარსელონასთან" და ესპანეთთან ერთად, მანამ არ დავიწყე, სანამ 28 წლის არ გავხდი."
"მესი 5 თამაშიდან მინიმუმ 4-ში ახდენს ცვლილების შეტანას." - განაცხადა ჩავიმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]