„ბარსელონა“ შემდეგ ეტაპზეა !
დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა კატალონიის "ბარსელონასა" და "პარის სენ-ჟერმენს" შორის, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს "ბარსელონამ" ფრანგები მიწასთან გაასწორა (6:1) და შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ერთად ისტორიაც დაწერა.
შეხვედრაში გოლები: სუარესმა (3), მესიმ (50), ნეიმარმა (80, 90+1) და სერხი რობერტომ (90+5) გაიტანეს, მატჩის მე-40 წუთზე კი ინიესტას გენიალურ ქმედებას კურზავას ავტოგოლი მოჰყვა, "პარის სენ-ჟერმენის" რიგებიდან ერთადერთი გოლი ედინსონ კავანიმ გაიტანა (62).
აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში 3:1 იყო "ბარსელონამ" საოცარი ფეხბურთის ფონზე შეუძლებელი შესძლო და მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 33 ]