Sport: ხავიერ მასკერანოს მომავალი კლუბი ცნობილია
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ხავიერ მასკერანო "ბარსელონას" დატოვებს, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, მისი მომავალი კლუბი ჩინური "ჰებეი ჩაინა ფორთუნი" გახდება.
"ჰებეი" არც ისე დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ის სულ 7 წლის წინ, ქალაქ ცინჰუანდაოში დაარსდა და ჩინეთის სუპერ ლიგის 2017 წლის გათამაშებაში მე-4 ადგილი დაიკავა.
კლუბს მანუელ პელეგრინი წვრთნის და იქ რამდენიმე ცნობილი ლეგიონერი თამაშობს, მათ შორის ჟერვინიო და ეზეკიელ ლავეცი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]