"ინტერმა" შკრინიარის 60-65 მილიონად გაყიდვაზე უარი თქვა

"ინტერმა" შკრინიარის 60-65 მილიონად გაყიდვაზე უარი თქვა

მილანის "ინტერის" მცველის, მილან შკრინიარის აგენტი, კარლოს სკონტო აცხადებს, რომ "ნერაძურიმ" "ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნის 60-65 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი განაცხადა.

ცნობილია, რომ 22 წლის ცენტრალური მცველის შეძენით "ბარსელონა", "მანჩესტერი სიტი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და მადრიდის "რეალი" იყვნენ დაინტერესებულნი. აგენტის თქმით, ერთ-ერთი მათგანი მზად იყო ფეხბურთელში დიდძალი თანხაც გადაეხადა.

"არ მინდა დავაკონკრეტო, მაგრამ ამ კლუბებიდან ერთ-ერთმა 60-65 მილიონიანი შეთავაზება გააკეთა. ჩვენ არაფერი მოვიმოქმედეთ, რადგან ვიცოდით, რომ ეს უსარგებლო იქნებოდა. "ინტერი" მილანს ზამთარში არ გაყიდის. ზაფხულში კი სავსებით სხვაგვარი სიტუაცია იქნება." - ციტირებს სკონტოს სიტყვებს Sport.sk.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 იანვარი 2018 18:17
    0
    სიტი იხდიდა ალბათ სხვა ვინ, ხოდა ლაპორტი იყიდეს მერე
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 31 იანვარი 2018 14:33
    0
    თქვენი დედა ეს თუ60-65 მილიონი ხირს
    დონ პიკე
    სტუმარი [?]
    #1 31 იანვარი 2018 12:50
    0
    ეს როგორც მახსოვს ცენტმცველია და არა მგონია გვჭირდებოდეს და ღირდეს ამხელა ფულის გადახდა,ამ ჭუთას არარი ჯერ ამაში ამხელა ფულის გადახდა საჭირო და ზაფხულში კიდევ ვნახოთ რა იქნება.