"ბარსელონა" მუნირს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
კატალონიის რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" აპირებს გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელს, ამჟამად "ალავესში" მოთამაშე მუნირ ელ ჰადადის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
22 წლის ფეხბურთელი "ალავესში" კარგად თამაშობს. "ბარსელონა" მასში პირველი გუნდის ფეხბურთელს ვერ ხედავს, მაგრამ კატალონიელებს სურთ, როდესაც მუნირის გასხვისებაზე მიდგება საქმე, კლუბს ხელში ბერკეტი ჰქონდეს. ამჟამინდელი კონტრაქტით კი ეს რთული იქნება.
"ბარსელონასა" და მუნირს შორის ამჟამად მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2019 წელს გასდის. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს დაუბრუნდება, მისი კონტრაქტის ამოწურვამდე მხოლოდ ერთი წელი იქნება დარჩენილი, რაც მუნირის სარფიანად გაყიდვას გაართულებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]