"ბარსელონას" სერხიო გომესის შენარჩუნების შანსიც არ ჰქონია
გუშინ ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი სერხიო გომესი კარიერას გერმანულ "დორტმუნდში" განაგრძობს. ეს ტრანსფერი კატალონიური კლუბის ნების საწინააღმდეგოდ განხორციელდა და ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გადარწმუნების შანსიც კი არ მისცემია.
Sport-ის ცნობით, ორშაბათს, "ბარსელონამ" გომესის წარმომადგენელთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა. შეხვედრის მიზანი ფეხბურთელისთვის ახალი პირობების შეთავაზება იყო. თუმცა, კატალონიელებმა პასუხად მიიღეს, რომ სერხიო გომესი მათი არანაირი შეთავაზების განხილვას არ აპირებს და მას "დორტმუნდში" გადასვლა აქვს გადაწყვეტილი. საბოლოოდ, გერმანელებმა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 3 მილიონი ევრო გადაიხადეს და გუშინ ტრანსფერი ოფიციალურადაც დაადასტურეს.
"ბარსელონაში" კი მიაჩნიათ, რომ პირობების გაცნობაზე უარის თქმა, ფეხბურთელის მხრიდან, კლუბის მიმართ უპატივცემულობის გამოვლინებაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]