"ბოკა ხუნიორსი" "ბარსელონასთან" მატჩს ამხანაგურად არ მიიჩნევს
ხვალ, "ბარსელონა" "ბოკა ხუნიორსს" ჟოან გამპერის სახელობის ერთმატჩიან ტურნირზე დაუპირისპირდება, რომელსაც, არგენტინელები, კატალონიელებისგან განსხვავებით, ამხანაგურად სულაც არ მიიჩნევენ.
"ჩვენი ვალდებულებაა, ყოველთვის ვიყოთ "ბოკა". მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ტურნირზე და ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ. ზოგი ფეხბურთელი დაღლილია, მაგრამ გუნდი მთლიანად "ბარსელონასთან" შეხვედრაზეა კონცენტრირებული და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მოიგონ". - აცხადებს "ხუნიორსის" მთავარი მწვრთნელი, გილერმო ბაროს სკელოტო.
ვეტერანი არგენტინელი, კარლოს ტევესი, რომელიც კლუბში გატარებული კარიერის პირველი წლების შემდეგ უკვე მეორედ დაბრუნდა, ნაკრებში მის ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
"ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა მოედანზე მესისთან ან მესის წინააღმდეგ ვარ. ამ მომენტით ვისიამოვნებ".
"ბარსა"-"ბოკას" მატჩი თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]