"ბარსა" რადუთი დაინტერესდა

"ბარსა" რადუთი დაინტერესდა

ესპანურ გაზეთ Sport–სა და იტალიურ სპორტულ ვებგვერდ Calciomercato.com–ზე დაყრდნობით, კატალონიური "ბარსელონა" დაინტერესებულია რომის "ლაციოსა" და რუმინეთის ნაკრების მცველით, სტეფან რადუთი. სანდო წყაროებზე დაყრდნობით, "ბლაუგრანას" სკაუტები ესწრებოდნენ გასულ პარასკევს გამართულ მატჩს, რომის "ლაციოსა" და მილანის "ინტერის" წინააღმდეგ. სამწუხაროდ რუმინელი ფეხბურთელი, ამ თამაშში დაშავდა და ერთი თვე უქმად ყოფნა მოუწევს. იტალიური პრესის ცნობით, რადუ იდეალური ფეხბურთლი იქნება "ბარსას" მარცხენა დაცვისათვის, სადაც ახლა აბიდალი და მაქსველი თამაშობენ.

რუმინელი დედაქალაქურ კლუბში 2008 წლიდან თამაშობს და ამჟამინდელი კონტრაქტი 2012 წელს ეწურება. ფეხბურთელის აგენტმა, ვიქტორ ბეკალიმ ამასთან დაკავშრებით კომენტარი გააკეთა: " მე ნამდვილად არაფერი ვიცი. მე ვიყავი კატალონიაში, რათა მენახა "ელ კლასიკო", თუმცა არავისთან მისაუბრია," დაასრულა რადუს აგენტმა. ცნობისთვის რადუ სულ რაღაც 24 წლისაა და უკვე ეროვნულ ნაკრებშიც და კლუბშიც ფეხი მყარად აქვს მოკიდებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.