სასიხარულო ამბავი

სასიხარულო ამბავი

მოგეხსენებათ გუშინ ტრავმის მიღება "ბარსას" ორმა ფეხბურთელმა, ხეფრენ სუარესმა და ბოიან კრკიჩმა მოახერხეს, მაგრამ უნდა გაცნობოთ ის სასიხარულო ფაქტი, რომ არცერთი ტრავმა სერიოზული არ გახლავთ. ბოიანი ვარჯიშს ხუთშაბათს დაუბრუნდება, ხოლო ხეფრენს მხოლოდ ერთი მატჩის გაცდენა მოუწევს...

ბოიანმა ეს ღამე "ბარსელონას" ჰოსპიტალის დაკვირვების ქვეშ გაატარა, მაგრამ მას დასასვენებლად მხოლოდ ერთი დღე ჭირდება. ამის შემდეგ კი გი ვარჯიშის განახლებას შეძლებს. დღეს დილით კი მეორე ტრავმირებულმა, ხეფრენ სუარესმა გამოკვლევები ჩაიტარა. იგი "ლა ლიგას" შემდეგ ტურში , რომელსაც "ბარსა" "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს, მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. იგი ვარჯიშს შემდეგი კვირიდან დაუბრუნდება.

ხეფრენისა და ბოიანის გარდა, ტრავმირებულია ასევე გაბრიელ მილიტო. დღევანდელი ვარჯიშისთვის პეპ გვარდიოლას განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო. 16 პირველი გუნდიდან, ხოლო 6 (მინიო, ბრატრა, ფონტასი, ტიაგო, ჯონათანი და ვიქტორ ვასკესი) სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებიდან. ალბათ არ უნდა იყოს ის ფაქტი გასაკვირი, რომ ამ ფეხბურთელებს დიდი დატვირთვით არ უვარჯიშიათ.

აქვე გეტყვით, რომ ხვალ გუნდი ვარჯიშს არ გამართავს. ისინი "სიუტატ ესპორტივას" პარასკევს, ადგილობრივი დროით, თერთმეტი საათიდან დაუბრუნდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.