სამსაათიანი შეხვედრა ნეიმარსა და პსჟ-ს ხელმძღვანელებს შორის
დღეს, ნეიმარი პარიზში ჩაფრინდა და "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელებს შეხვდა, იტყობინება Mundo Deportivo ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით.
შეხვედრა სამი საათი გაგრძელდა. ფრანგული წყაროების ცნობით, ფეხბურთელი და კლუბის ხელმძღვანელები ერთმანეთს ცივად შეხვდნენ. ამის მიზეზად ნეიმარის ბოლო კომენტარი სახელდება.
ნეიმარს არც სამედიცინო შემოწმება გაუვლია და არც უვარჯიშია. უკვე გაირკვა, რომ ის ხვალინდელ შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, გაჰყვება თუ არა ნეიმარი გუნდს აზიაში, სადაც პსჟ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]