As: კიკე სეტიენამდე "ბარსელონას" სიაში მასიმილიანო ალეგრი იყო

As: კიკე სეტიენამდე "ბარსელონას" სიაში მასიმილიანო ალეგრი იყო

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად კიკე სეტიენი მას შემდეგ დანიშნა, რაც სხვა სპეციალისტების მსგავსად, მასიმილიანო ალეგრისგანაც უარი მიიღო.

აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" ჯერ ჩავის მიმართა, შემდეგ რონალდ კუმანს, ამის შემდეგ კი მაურისიო პოჩეტინოს, მაგრამ სამივე სპეციალისტისგან უარი მიიღო.

თუ მადრიდულ As-ს დავუჯერებთ, ამ სამეულის შემდეგ "ბარსელონას" სიაში მასიმილიანო ალეგრი მოდიოდა, მაგრამ იტალიელმა, რომელმაც ერთლწლიანი პაუზის აღება გადაწყვიტა, "ბლაუგრანა" უარით გაისტუმრა.

იმავე წყაროს ცნობით, მე-5 ვარიანტი "ბარსა ბ"-ს დამრიგებელი გარსია პიმიენტა იყო და მისგანაც უარის მიღების შემდეგ, კატალონიელებმა არჩევანი კიკე სეტიენზე შეაჩერეს. ამ ინფორმაციის დაჯერება რთულია, რადგან გარსია პიმიენტას არასდროს დაუმალავს, რომ მას "ბარსელონას" პირველი გუნდის გაწვრთნის ამბიცია აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 2 თებერვალი 2020 23:30
    4
    ვალვერდეს ნაცვლად ამის მოყვანა თხა გავყიდე თხა მომყიდეს ვარიანტია
    --------------------
    კულე სამუდამოდ
    Culé [?]
    #3 2 თებერვალი 2020 21:44
    4
    გადარჩენილები ვართ გამოდის
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #2 2 თებერვალი 2020 21:30
    5
    გაგვიმართლა და გადავურჩით მეორე ჩმორს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 თებერვალი 2020 20:58
    6
    კიდე კაი უარი თქვა მეორე ვალვერდეს ყურებას ნაღდად ვერ ავიტანდი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued