ვინ შეიძლება შეცვალოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი?

ვინ შეიძლება შეცვალოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი?

მადრიდული Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" გუნდის მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ალტერნატიული ვარიანტების სია შეადგინა იმ შემთხვევისთვის, თუ "ბლაუგრანა" გერმანელ კარის დარაჯთან კონტრაქტს ვერ გაახანგრძლივებს.

გავრცელებული ცნობებით, ტერ შტეგენს ამჟამად "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების წარმოება არ სურს. Marca-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კლუბში ბევრი ფიქრობს, რომ 27 წლის ფეხბურთელი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს. თუ კატალონიელები გერმანელს ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ვერ დაითანხმებენ, მათ მისი გაყიდვა მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გოლკიპერი კლუბს 2022 წელს უფასოდ დატოვებს.

ასეთი ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მადრიდული გამოცემა გვთავაზობს ჩამონათვალს იმ მეკარეებისა, რომლებმაც შეიძლება ტერ შტეგენი შეცვალონ:

1. იან ობლაკი - ყველასთვის სასურველი კანდიდატი

ამ დროისთვის, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ სწორედ "ატლეტიკოს" კარის დარაჯი ითვლება. ობლაკს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 120 მილიონ ევროს შეადგენს. სლოვენიელი მეკარე 27 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება, თუმცა მისი ფეხით თამაშის ხარისხი, შესაძლოა, "ბარსელონაში" წარატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდეს.

2. დავიდ დე ხეა - პრემიერ ლიგის ვარსკვლავი

დე ხეამ თავისი უმაღლესი დონე პრემიერ ლიგაში არაერთხელ დაამტკიცა. დავიდის ლა ლიგაში ტრანსფერზე ხშირად საუბრობდნენ, თუმცა ის კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედში" რჩება. ივარაუდება, რომ 29 წლის მეკარეს ესპანეთში გადაბარგების შანსი ჯერ კიდევ ექნება.

3. კეპა არისაბალაგა - ყველაზე რეალური ვარიანტი

არისაბალაგამ ფრენ ლამპარდის "ჩელსიში" რამდენიმე შესანიშნავი თამაში ჩაატარა და გულშემატკივრებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. თუმცა, მან ბოლო დროს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კეპა ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ესპანელ მეკარეს ლა ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვს. არისაბალაგა "ბარსელონასთვის", შესაძლოა, ყველაზე მისაღები ვარიანტი აღმოჩნდეს.

4. ჯანლუიჯი დონარუმა - მომავლის მეკარე

დონარუმა უკვე დიდი ხანია ევროპის წამყვანი კლუბების რადარებზე იმყოფება, მაგრამ საქმე ისაა, რომ მან "მილანში" პროფესიონალური კარიერა ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო. 21 წლის იტალიელი კარის დარაჯი დიდი გამოცდილებით არ გამოირჩევა, რადგან მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.

5. მანუელ ნოიერი - შესანიშნავი ფეხბურთელი

მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი მეკარე, უეჭველად, ფეხით თამაშის ექსპერტია, მაგრამ ის უკვე 34 წლის ხდება. ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ მრავალი წლის განმავლობაში ითვლებოდა, მაგრამ ტერ შტეგენის თანამემამულეს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, ეს კი მის "ბარსელონაში" ტრანსფერს თითქმის გამორიცხავს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბლაუგრანამ" 34 წლის ფეხბურთელში გარკვეული თანხა გადაიხადოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 17 მარტი 2020 11:17
    0
    მადრიდული მორიგი ზღაპარი... მწერლების საყურადღებოთ მინდა დავსვა ეს კითხვა. რატომ უშლით ესეთი სტატიებით ნერვებს ხალხს რომლებსაც ნერვების მოშლა ისედაც არ აკლიათ? ეს ხომ ჭორზე ჭორია რაც ეხლა აქ დაწერეთ?
    Culé [?]
    #6 16 მარტი 2020 20:35
    3
    რას წაიბოდიალებს აქ ზოგი იმენა აზრზე ვერ მოხვალ კაცი:))) რა შტეგენი ფეხით ვერ თამაშობს ბიჭო? 2 საგოლე გადაცემა ხოაქ ტიპს + 85% ზე მეტი აქვს პასების სიზუსტე და მეტი გოლების გატანაც უნდა დაიწყოს რო დააფასოთ?
    msd10911
    სტუმარი [?]
    #5 16 მარტი 2020 20:06
    2
    Barsam yvelaperi unda gaaketos ro shtego sheinarchunos amjamad marto oblaki tu gautoldeba sxva axlosac araa
    გიგა 8
    სტუმარი [?]
    #4 16 მარტი 2020 19:37
    5
    ჯერ ერთი არსადაც არ წავა და ისიც გავიწყდებათ შტეგენის შემცვლელი არ არსებობს ❤️ ❤️
    FloweN
    სტუმარი [?]
    #3 16 მარტი 2020 19:24
    1
    ციტატა: MALUMA
    ობლაკის გარდა დანარჩენის დდც!

    ამ ფეხით თამაშით და პენალტების აღებით ტვინი მ****ნა რა! შტეგენი ხო მაგრად თამაშობს ფეხით ცენტრში რამდენი ბურთიც დაარტყა სტატისტიკურად 10-დან 8 დარტყმა არაზუსტია (ან მეტოქეს მიდის ბურთი ან აუტზე გადადის) პენალტებს რაც შეეხება მეკარეს თუ პლიუსი აქვს აღებაში როგორც თუნდაც კლაუდიო ბრავო არის მაგას რა სჯობია მაგრამ თუ არ აქვს ეგეც არ არის პრობლემა რადგან ფეხბურთი თამაშია და არა პენლების დარტყმები! ისე მეტი მინუსი ვერაფერი ვერ მოუძებნეთ ხო ობლაკს?!

    Oblak > ALL GK Today!

    🤣🤣🤣🤣 შტეგენის ატანილიდან 10 იდან 8 მეტოქეს მისდისო🥺😔
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 მარტი 2020 17:04
    13
    რა სისულელეა არსად არ წავა შტეგო გადაებან ობლაკიდან დაწყებული დე ხეათი დამთავრებული სუყველა და დაეხიონ შტეგოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    dima359
    სტუმარი [?]
    #1 16 მარტი 2020 16:22
    7
    სისულელედბის წერას თავი დაანებეთ