უსმან დემბელე სოციალურ ქსელში დაგვიბრუნდა
"ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა.
22 წლის ფეხბურთელი, როგორც წესი, სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, მაგრამ ბოლო თვეებში სიტუაცია რადიკალურად შეცვლილი იყო. ბოლო პოსტი მას 30 მარტს აქვს დადებული და ისიც ფორმალობა იყო - ტექსტი, რომელიც ადასტურებს, "ბარსელონას" ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას დასთანხმდნენ. სხვა სახის პოსტი უსმანს ბოლოს 20 იანვარს ჰქონდა გამოქვეყნებული. ეს ბოლო ტრავმის მიღებამდე მცირე ხნით ადრე მოხდა.
დღეს კი, დემბელემ Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, "ნაიკის" მაღაზიაშია გადაღებული.
[media=https://www.instagram.com/p/B_29Gw6n3Yb/]
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]