რა მშვენიერია დაბრუნება: "ბარსელონას" ფეხბურთელები ვარჯიშის განახლებით ბედნიერები არიან
გუნდის ყველა მოთამაშემ კორონავირუსის ტესტი ჩააბარა და ახლა ვარჯიშებისთვის სრულად მწყობრში არიან.
"ბარსამ" პირველი ვარჯიში აღნიშნული ტესტების ჩაბარებიდან ორი დღის შემდეგ გამართა. ფეხბურთელებმა კი მათი სიხარული საფეხბურთო აქტივობის განახლების გამო არ დამალეს და თავიანთი ტვიტერის გვერდზე ამის შესახებ დაწერეს კიდეც:
არტურო ვიდალი: "საბოლოოდ ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით. იმედი მაქვს ყველაფერი ასე გაგრძელდება და მალე ყველა ვისიამოვნებთ იმით, რაც ასე ძალიან გვიყვარს."
არტურ მელო: "შრომის უფრო დიდი სურვილით ისევ მოედანზე, მადლობა სრულ შემადგენლობას იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა."
ლუის სუარესი: "რა მშვენიერია დაბრუნება."
ურუგვაელმა მუხლის ტრავმა ახლახან მოირჩინა.
ლა ლიგა სეზონის განახლების ოფიციალური თარიღის დასაანონსებლად მთავრობის განცხადებას ელოდება. "ბარსა" 27 თამაშის შემდეგ 58 ქულით პირველ პოზიციაზე იმყოფება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]