"იუვეს" ყოფილი დირექტორი: პიანიჩი არტურზე უკეთესია
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ, "ბარსელონას" ახლანდელი და ყოფილი ფეხბურთელები, მირალემ პიანიჩი და არტური, ერთმანეთს შეადარა.
"არტურს პიანიჩი მირჩევნია. ჩემთვის, პიანიჩი, ტექნიკური თვალსაზრისით, არტურზე გამოსადეგია. არტური კარგი, მაგრამ ნელი ფეხბურთელია. არ ვფიქრობ, რომ ის "იუვენტუსში" ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს", - ციტირებს მოჯის სიტყვებს Radio Bianconera.
"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" ივლისის ბოლოსკენ ფეხბურთელები გაცვალეს. არტური მომავალი სეზონიდან - ტურინულ კლუბში, პიანიჩი კი "ბლაუგრანაში" ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]