მიკა რიჩარდსი: მესის პრემიერ ლიგაში ხილვა ფანტასტიკური იქნებოდა
"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მცველმა, მიკა რიჩარდსმა, ბრიტანულ პრესასთან ინტერვიუში ლიონელ მესის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"ფეხბურთის გულშემატკივრისთვის ლიონელ მესის პრემიერ ლიგაში ხილვა - ფანტასტიკური იქნებოდა. მე ვისურვებდი ის სწორედ ამ ლიგაში მენახა, თუმცა "ბარსელონა" მას ასე ადვილად არ შეელევა.
ლიონელი 33 წლის გახლავთ, მე მის თამაშს ვუყურებდი "ნაპოლის" წინააღმდეგ, მას ჯერ კიდევ შეუძლია მოედანზე მაგიის გამოყენება. როდესაც შეიხ მანსური "მანჩესტერ სიტიში" მოვიდა, რობინიოს ტრანსფერი "რეალიდან" საკმაოდ ხმამაღალი იყო. თუ "სიტი" მესის შეძენას მოახერხებს, ეს დაუჯერებელი იქნება." - მიკა რიჩარდსის სიტყვებს Skysports ციტირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]