მატეუს ფერნანდესმა, შესაძლოა, "ბარსელონა" ისე დატოვოს, რომ პრეზენტაციაც ვერ მოასწროს

მატეუს ფერნანდესმა, შესაძლოა, "ბარსელონა" ისე დატოვოს, რომ პრეზენტაციაც ვერ მოასწროს

22 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, მატეუს ფერნანდესმა, რომელიც "ბარსელონამ" იანვარში გაიფორმა, შესაძლოა, კლუბი ისე დატოვოს, რომ მისი პრეზენტაციაც ვერ მოესწროს. ეს ინფორმაცია Sport-ს ეკუთვნის. 

ფერნანდესმა წინა სეზონის მეორე ნახევარი "ვალიადოლიდში" გაატარა, "ბარსას" კი ახლახანს შეუერთდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის, კლუბის ხელმძღვანელებს კი მის სარეზერვო გუნდში დატოვებას ტრანსფერი ურჩევნიათ. 

მატეუსის დამატებით დაინტერესებული კლუბების ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 სექტემბერი 2020 15:09
    3
    არადა მარტლა კარგი ბიჭია
    Mes cue un club 1899
    სტუმარი [?]
    #2 14 სექტემბერი 2020 14:49
    3
    კარგი მოთამაშეა ვალიადოლიდში ვერ ითამაშა ბევრი ტრავმებმა შეუშალეს ხელი კიდევ ერთი წლით რომ გაანათხოვრონ ცუდი არიქნება თუ ათამაშდება მომავ წელს დაიბრუნონ
    ნელსონ სემედუ
    სტუმარი [?]
    #1 14 სექტემბერი 2020 13:49
    2
    როგორი მოთამაშეა ეს?