კუმანმა სელტასთან, შესაძლოა, ფორმაცია შეცვალოს
"ბარსელონამ" ხვალ "სელტასთან" გასამართ მატჩში, შესაძლოა, 3-5-2 ფორმაციისგან განსხვავებული ტაქტიკური სქემით ითამაშოს.
Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არაა, რონალდ კუმანმა ვიგოელებთან გუნდი 4-3-3 წყობით ათამაშოს და ბოლო დროს ჩვეულ 3-5-2 ფორმაციაზე უარი თქვას.
Mundo Deportivo-ს ცნობით, კუმანი, "ბარსაში" დარჩენის შემთხვევაში, მომდევნო სეზონში 4-3-3 სქემას დაუბრუნდება. თუ ნიდერლანდელ სპეციალისტს შეტევასა და დაცვაში ახალი ფეხბურთელები ეყოლება, იგი უპირატესობას ხსენებულ წყობას მიანიჭებს.
"ბარსა" და "სელტა" ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ხვალ თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაუპირისპირდებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]