რონალდ კუმანის პრესკონფერენცია სელტასთან მატჩის წინ

რონალდ კუმანის პრესკონფერენცია სელტასთან მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "სელტასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მნიშვნელოვანია გჯეროდეს, გააგრძელო და შეეცადო დარჩენილი ყველა თამაშის მოგებას. ვიცით, რომ ეს ძალიან რთულია, მაგრამ წინსვლა უნდა გავაგრძელოთ.

ლაპორტსთან შეხვედრაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ბოლოდროინდელ შედეგებზე, გუნდის მდგობარებაზე და შევთანხმდით, რომ ყველაფერს შევაფასებთ, როდესაც სეზონი დასრულდება.

ჩემთვის მნიშვნელოვანია მთელი სეზონის ანალიზირება. ყველაფერს გადავაფასებთ, რაც სეზონის განმავლობაში განხორციელდა.

შემიძლია და მინდა, რომ "ბარსაში" დავრჩე, თუ კლუბის სრული ნდობა მექნება. ამაზე სეზონის შემდეგ ვისაუბრებთ. საუბრის დრო იქნება. დარჩენა მინდა. ბედნიერი ვარ. ვხედავ, რომ გასახდელში რაღაცები გაუმჯობესდა. სწორ გზაზე ვდგავართ, რომელიც ამ წელს არ დასრულდება.

ჩემი აზრით, ამ სეზონში ბევრი კარგი რამ მოხდა. იმის თქმა, რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო და 2 კვირის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა, ვფიქრობ, სამართლიანი არაა.

არ ვფიქრობ იმაზე, თუ რა მოხდება. ახლა შევთანმხდით იმაზე, რომ ვისაუბრებთ, როცა სეზონი დასრულდება. ამის შემდეგ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევძლებ.

ვგრძნობ, რომ გასახდელი მხარს მიჭერს. ეს ყოველთვის რთული საკითხია, რადგან გუნდში ზოგი ფეხბურთელი ბევრს თამაშობის, ზოგი - არა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ყველა მოქმედება აშკარა იყოს. ვესაუბრები ფეხბურთელებს, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვფიქრობ კლუბზე.

მინგესას ხვალ "ბარსა ბ-ში" თამაშის ნება დავრთე. ვფიქრობ, მადლობა უნდა გადავუხადოთ ოსკარს, რადგან მას სურს, თანაგუნდელების სეგუნდა დივიზიონში დაწინაურებაში დაეხმაროს. ამას უნდა ვაფასებდეთ.

ჯერჯერობით ახლა იმაზე საუბრის დრო არაა, რომელი პოზიციების გაძლიერება გვინდა მომდევნო სეზონისთვის. ფეხბურთელებს პატივი უნდა ვცეთ. როდესაც სეზონი დასრულდება, ვისაუბრებთ. ახლა გამარჯვება გვინდა.

გუნდს მომავალი აქვს. თუ ჩვენ შევძლებთ იმ ფეხბურთელების გაფორმებას, რომლებსაც ვფიქრობთ, გულშემატკივრები მომდევნო წლის შემადგენლობით კმაყოფილები იქნებიან.

"მანჩესტერ სიტისთან" ერთად ვართ ის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ საგოლე მომენტს ქმნის. მართალია, რომ რაღაცები გასაუმჯობესებელი არის, მაგალითად, ნახევარმცველების ეფექტურობა.

ანსუ ფატი გვაკლია.

ქალთა გუნდი? მათ საგრძნობლად მოუმატეს. რამდენიმე თამაში ვნახე და ვფიქრობ, ისინი სწორ გზაზე დგანან. ჩემპიონთა ლიგის მოგება მნიშვნელოვანია გუნდისა და კლუბისთვის. მათ ვეტყოდი, რომ ისიამოვნონ და მოიგონ.

ბოლო 2 კვირაში ვგრძნობდი, რომ ცოტა არასათანადოდ მეპყრობოდნენ. მთელი სეზონი უნდა გაანალიზო. არ ვეთანხმები იმას, რასაც პრესაში ამბობენ, რომ სეზონის განმავლობაში ცუდად ვმოქმედებდით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 16 მაისი 2021 14:22
    0
    იქნება სელტასთანაც წააგო, პირველ წრეში სტუმრად გვაქვს მოგებული დიდი ანგარიშით, თავსხმა წვიმაში. იქნება კიდევ ერთი ანტირეკორდს გამოკრა რამეს ხელი და მერე კიდე იძახე რო გასახდელი მხარს გიჭერს.
    Culé [?]
    #11 16 მაისი 2021 13:25
    0
    რაის კუმანი ეგ ჩვენს ვალოდიასთან რა შესადარია იმას რო თავისი მინუსები გამოესწორებინა ძაან კაი მწვრთნელი იქნებოდა. ის ჩემპიონთა ლიგაზე წაგებისთვის გაუშვეს და ეს არა უსამართლობაა
    --------------------
    Nb

    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 16 მაისი 2021 02:20
    1
    იმედია ეს შენი ბოლოსწინა პრესკომფერენციაა
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #9 15 მაისი 2021 23:11
    1
    ციტატა: გოგიბერიძე
    ციტატა: Griezzy7
    ეს შემადგენლობა ათამაშოს ერთხელ ან პიანიჩის მაგივრად პუჩი

    გრიზმანი-მესი-ტრინკაუ
    დე იონგი-ბუსკეცი-პიანიჩი
    ალბა-პიკე-არაუხო-დესტი
    ტერ შტეგენი

    დე იონგი არ იქნება ყვითლების გამო

    blush ..და ბუსკეცს კიდევ თავი ურატრატებს!

    ციტატა: El pistolero 9
    მორიბაც მიხმარებოდა ბარსა ბ-ს.დავიჯერო ერთ დეიონგს პუჩი ან პიანიჩი ვერ ჩაანაცვლებდნენ??

    მორიბა ალბათ ბუსკეცს ჩაანაცვლებს, ცოდოა, ქანაობით თუ ირბენს რა აზრი აქვს მის ყოფნას.
    Culé [?]
    #8 15 მაისი 2021 19:33
    4
    კაი ხარ კუმან, ზუსტად იქ ვართ სადაც 3 თვის წინ ვერც კი ვიოცნებბდით. მოგიტ.... მომყვანი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 მაისი 2021 18:49
    3
    მორიბაც მიხმარებოდა ბარსა ბ-ს.დავიჯერო ერთ დეიონგს პუჩი ან პიანიჩი ვერ ჩაანაცვლებდნენ??
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Joni Jonsona
    სტუმარი [?]
    #6 15 მაისი 2021 18:41
    2
    M10 S9 D11,
    სრულიად გეთანხმები. ახლა ბარსელონაში თაობების ცვლა მიმდინარეობს და თან არ დაგვავიწყდეს რა პირობებში ჩაიბარა კუმანმა გუნდი. კი ბატონო შეცდომები დაუშვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმაა, რომ კიდევ 1 წლით მაინც არ უნდა მივცეთ შანსი. უბრალოდ დიდი გუნდების პრობლემა დღეს ისაა, რომ მოთმენა არ შეუძლიათ და ეგრევე უნდათ მაღალი შედეგის დადება.
    r13
    ფანი [?]
    #5 15 მაისი 2021 18:30
    3
    დაცადეთ ამ კაცს მოუყვანეთ ის ფეხბურთელები რომლებსაც ითხოვს და თუ ისევ ვერაფერი ქნა მერე გაუშვით რას ითხოვთ ეხლა ვინც თქვა ვინმე მოუყვანეთ ? ბავშჰვებით ითამშა მთელი სეზონი და კიდე უკმაყოფილოები არიან მალევე ნუ გავიწყდებათ წარსული 8-2 შემთხვევითი არ იყო ამას სეზონები ჩირდება რო ისევ დაბრუნდეს ბარსა ვინც არ უნდა მოვიდეს სულ რო გვარდიოლა კლოპი ერთად მოიყვანო გარდატეხის პერიოდია გუნდში და ყველა წელს მწვრთნელის ცვლა უარესია გუნდისთვის მოთმინება და სწორად განვითარებაა საჭირო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 მაისი 2021 17:14
    1
    აბა შენ იცი დებილო რაც შეიძლება ბევრი გოლი გაატანინე სელტას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 მაისი 2021 17:13
    0
    გასახდელში გაუმჯობესდაო რა სასაცილოა რამდენი თამაში წაგე ან ვერ მოიგე მეორე ტაიმში ერთი დაუთვალოს ამ კაცს ვინმემ თან ვინებთან ??? მწვრთნელი დაბალი დონის გუნდებთან მეორე ტაიმს აგებს ის სუსტი ტრენერია და მორჩააა
    Culé [?]
    #2 15 მაისი 2021 16:35
    0
    შენი დარჩენა შენს ნებაზე არ არის დამოკიდებული სამწუხაროდ და ნდობის იმედიც რა მიზეზით აქვს ვერ გავიგე როცა ყველა მნიშვნელოვანი თამაში წააგო,სუსტ გუნდებთან მოგებას თუ დიდ მიღწევად თვლის და ამიტომ თვლის ბარსელონას მწრვთნელობა ისევ მეკუთვნისო,უაზრო და არაფრისმომცემ უადგილო ცვლილებებზე აღარაფერს ვამბობ.
    გოგიბერიძე
    სტუმარი [?]
    #1 15 მაისი 2021 16:08
    2
    ციტატა: Griezzy7
    ეს შემადგენლობა ათამაშოს ერთხელ ან პიანიჩის მაგივრად პუჩი

    გრიზმანი-მესი-ტრინკაუ
    დე იონგი-ბუსკეცი-პიანიჩი
    ალბა-პიკე-არაუხო-დესტი
    ტერ შტეგენი

    დე იონგი არ იქნება ყვითლების გამო