რაიოლამ დონარუმა "ბარსელონას" შესთავაზა
იტალიური "მილანის" ახლაგაზრდა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ "ბარსელონაში" თამაშის სურვილი გამოთქვა.
22 წლის კიპერის მომავალი გაურკვეველია. ფეხბურთელს, რომელსაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, ყველაზე ხშირად "იუვენტუსს" უკავშირებენ. დონარუმას ტურინულ გუნდში უფასოდ გადასვლა შეუძლია, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის საფრთხის წინაშეა.
ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი მადრიდულ AS-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დონარუმას აგენტმა, მინო რაიოლამ მისი კლიენტი "ბარსელონას" შესთავაზა. რაიოლასა და ლაპორტას მეგობრობის გათვალისწინებით, დიდი შანსია, ეს ინფორმაცია სიმართლე იყოს. თუმცა, სავარაუდოდ, ტრანსფერი არ შედგება, რადგან "ბარსას" მაღალი დონის მეკარე უკვე ჰყავს, ხოლო რაიოლას ფინანსური მადის დაკმაყოფილება კატალონიელებს ნამდვილად გაუჭირდებათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]