ბარსელონა ახალი ფორმის გაყიდვას იწყებს
"ბარსელონა" 2021/22 წლების სეზონისთვის განკუთვნილი მაისურების გაყიდვას იწყებს.
Mundo Deportivo-ს სპორტული ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, "ბარსას" ახალი საშინაო მაისურები გაყიდვაში ოფიციალურად 16 ივნისს ჩაეშვება. მეორე ფორმას 15 ივლისს ვიხილავთ. რაც შეეხება მესამე ფორმას, რომელიც სპეციალურად ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩებისთვის შეიქმნება, იგი სექტმებრის დასაწყისში გასაჯაროვდება.
აღსანიშნავია, რომ სერხიო აგუეროსა და ერიკ გარსიას წარდგენა "ბარსას" ფეხბურთელების ამპლუაში 2020/21 წლების სეზონის მაისურით შედგა, რადგან კატალონიურ კლუბს ახალი ფორმის პრეზენტაცია ჯერ არ გაუმართავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]