ჟოან ლაპორტას მიმართვა ფეხბურთელებს
"ბარსელონამ" 2021/22 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო. დღეს რონალდ კუმანის გუნდმა "სიუტატ ესპორტივაზე" პრესეზონის პირველი ვარჯიში გამართა.
ახალი სეზონის პირველ ვარჯიშზე ფეხბურთელები ჟოან ლაპორტამ მოინახულა. პრეზიდენტმა მოთამაშეებს სიტყვით მიმართა:
გვინდა, რომ პროფესიონალების მსგავსად მოიქცეთ, გქონდეთ გამარჯვებულის მენტალიტეტი, გუნდური სულისკვეთება და რა თქმა უნდა, სპორტული მოხერხებულობა. რასაკვირველია, ახალ სეზონში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. "ბარსაში" ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით.
ყურადღებით მოუსმინეთ ამ ადამიანს [რონალდ კუმანი], რომელსაც პასუხისმგებლობა აკისრია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]