MD: ბარსელონამ მორიბას საბოლოო ვადად 8 აგვისტო განუსაზღვრა

MD: ბარსელონამ მორიბას საბოლოო ვადად 8 აგვისტო განუსაზღვრა

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონამ" ილაიშ მორიბას წარმომადგენლებს ულტიმატუმი წაუყენა.

გამოცემა წერს, რომ "ბარსელონამ" ფეხბურთელის მხარეს აცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი კლუბის მიერ გაკეთებულ ბოლო შეთავაზებას არ მიიღებენ, კლუბი მოლაპარაკებებს დასრულებულად ჩათვლის - პასუხის ბოლო ვადად 8 აგვისტო განისაზღვრა.

"ბარსელონამ", ფეხბურთელის მოთხოვნის შესაბამისად, კონტრაქტის ხანგრძლივობა 5-დან 3 წლამდე შეამცირა. მორიბას აგენტები კლუბისთვის მათი გადაწყვეტილების შეტყობინებას არ ჩქარობდნენ, რამაც კლუბის ხელმძღვანელების უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომაც, კლუბმა მორიბას საკითხის საბოლოოდ გარკვევა მიმდინარე კვირაში გადაწყვიტა.

ამჟამად, 18 წლის ფეხბურთელი პირველი გუნდისგან იზოლირებულია. იგი "ბარსა B-სთან" ერთად ვარჯიშობს, თუმცა თამაშის საშუალება არც სარეზერვო გუნდის რიგებში ეძლევა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 2 აგვისტო 2021 18:50
    0
    Ronaldinho..,
    ხო არც მე არ ვიცი
    --------------------
    THUGS
    Ronaldinho..
    სტუმარი [?]
    #8 2 აგვისტო 2021 16:55
    2
    მსგავსი სინაგლე არ ვიცი რა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 2 აგვისტო 2021 16:38
    1
    La Pulga,
    მართალია ძმაო
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #6 2 აგვისტო 2021 16:33
    1
    გასაყიდია ასი პროცენტით, მაგრამ რეალურად ყავს მყიდველი? ჟურნალისტები რაღაცას ჭორაობენ,ეს ან არის სიმართლე ან არა.
    La Pulga
    სტუმარი [?]
    #5 2 აგვისტო 2021 16:20
    3
    უნდა გაყიდონ ეს, ვინ ჩემი განდონია ასე რო იქცევა თან როგორც წყაროები წერდნენ სიტის უნდოდა და სიტი ცოტას არ გადაიხდის 100% ვიცი, 50-60 ლიმონის აღება შეიძლება თავისი ბონუსებით
    Culé [?]
    #4 2 აგვისტო 2021 16:17
    3
    ღორი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 აგვისტო 2021 16:16
    3
    ამის დარჩენა უკვე პრიკოლია
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 აგვისტო 2021 15:54
    2
    აგენტი რას ეყოფა ამ ბობოქარ ფეხბურთელს, აგენტები ყავს. გადაასკოჩეთ ერთმანეთს, ლოდი და ხმელთაშუა ზღვა მანდვეა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 აგვისტო 2021 14:51
    3
    ამან უნდა მოგვკლას, ამან? ვინ არის ეს ღორი. წნევამ ამიწია უკვე.