ჟუნიორ ფირპო: ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესოა
"ბარსელონას" ყოფილმა და "ლიდსის" ახლანდელმა მარცხენა მცველმა ჟუნიორ ფირპომ კატალონიურ კლუბში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და ლიონელ მესი შეაქო.
"ბარსელონაში" ბევრი რამ ვისწავლე, რადგან ვთამაშობდი იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც თავიანთ პოზიციებზე საუკეთესოები არიან. ეს შესანიშნავი იყო.
ცოტათი იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან მინდოდა, უფრო მეტი მეთამაშა და ვფიქრობ, ეს დავიმსახურე, მაგრამ მათ ამის შესაძლებლობა არ მომცეს.
ჩემთვის მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.
- ციტირებს ფირპის სიტყვებს Sky Sports.
ფირპომ "ბარსა" ამ ზაფხულში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. მან კატალონიურ კლუბში 2 წელი ითამაშა. 24 წლის განაპირა მცველმა "ბლაუგრანას" მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]