ბილბაო-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

ბილბაო-ბარსელონა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, "ბილბაოს" წინააღმდეგ, სეზონის მეორე ოფიციალური მატჩი გაიმართება.

მესის გარეშე დარჩენილ "ბარსელონას" პირველი სერიოზული გამოცდა ელის. ეს შეხვედრა უფრო ნათლად დაგვანახებს, თუ რამდენად არის მომზადებული გუნდი ახალი სეზონისთვის. 

სათამაშო ფორმა

"სოსიედადთან" მატჩი "ბარსელონასთვის" იდეალური არ ყოფილა, თუმცა გულშემატკივარს ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვს. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ყველასთვის მოულოდნელად, მარტინ ბრეითუეიტი გახდა, რომელმაც მეტოქის კარი ორჯერ აიღო, ერთხელაც სერჟი რობერტოს გაატანინა. ასევე, აღსანიშნავია ახალწვეულების, მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას, წარმატებული დებიუტი.

საინტერესოა, როგორ ითამაშებს "ბარსა" 4-3-3 სქემით, რომლის დაბრუნებაც პირადად ჟოან ლაპორტას მოთხოვნა იყო. ასეთ შეხვედრებში, ხშირად, ინდივიდუალური ოსტატობა გადამწყვეტი ფაქტორი ხდება, რაც, პირველ რიგში, შანსია ანტუან გრიზმანისთვის, რათა გუნდის ახალი ლიდერის სტატუსი მოიპოვოს.

მეტოქე

"ბილბაომ" ქულები ლა ლიგის პირველივე შეხვედრაში დაკარგა - ნულოვანი ფრე "ელჩესთან". ზაფხულში, ბასკურ კლუბს მნიშვნელოვანი ტრანსფერები არ განუხორციელებია, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ პრობლემა, რომელიც გუნდს შეტევაში ჰქონდა, ამ სეზონშიც გადაუჭრელი დარჩება - ლა ლიგის უკანასკნელ 4 შეხვედრაში "ბილბაომ" გოლის გატანა ვერ შეძლო.

გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს მარსელინო გარსია ტორალი იკავებს, რომელიც იანვარში დაინიშნა და მალევე, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, "ბარსელონას" დამარცხებაც შეძლო. მისი მოსვლის შემდეგ, "ბილბაოს" მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. თანაც, "ბილბაომ" აპრილში ესპანეთის თასის ორი ფინალი წააგო, თუმცა 56 წლის სპეციალისტის სასახელოდ უნდა ითქვას ისიც, რომ მას მუშაობის დაწყება სეზონის შუაში მოუხდა.

"ბილბაოს" ლიდერი ინიაკი უილიამსია, თუმცა, გუნდის მსგავსად, ინდივიდუალურად, მასაც წარუმატებელი სეზონი ჰქონდა. 28 იანვრის შემდეგ, უილიამსს მხოლოდ ორი გოლი აქვს გატანილი.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

სან მამესზე" თამაში ყოველთვის რთულია. ახლა, "ბილბაო" უკეთესი გუნდია. მათ ექვსკვირიანი პრესეზონი ჰქონდათ, ბევრი და კარგად ივარჯიშეს, რაც ბოლო თამაშშიც გამოჩნდა. ძლიერი გუნდია და ვიცით, რასაც უნდა ველოდოთ.

მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს, გასულ სეზონში 4-ჯერ შევხვდით. ფიზიკური ორთაბრძოლები უნდა ავირიდოთ, ეს მათი ძლიერი მხარეა. კარგი თამაში გველის, მათგან ძლიერ პრესინგს ველით. "ბილბაოს" ჩვენთვის სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია ისევე, როგორც ჩვენ მათთვის.

მარსელინო:

ახლა, "ბარსას" შეტევაში უფრო მეტი სისწრაფე აქვს, დაცვაში ჩადგომას, მაქსიმალურად, უნდა მოვერიდოთ. შეტევაში ეფექტურები უნდა ვიყოთ. მაღალი ინტენსივობით თამაშია საჭირო, უკვე მოფიქრებული გვაქვს, თუ როგორ განვახორციელებთ პრესინგს.

მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ხვალ, მესის ჩვენ წინააღმდეგ ხილვას ვისურვებდი, იგი მსოფლიოში საუკეთესოა. მას რამდენიმე გუნდით დავუპირისპირდი, თუმცა მისი თამაში ყოველთვის გადამწყვეტი იყო.

დანაკლისი

"ბარსელონა" ბასკეთში 23 ფეხბურთელით გაემგზავრა. ტრავმის გამო, განაცხადში ვერ მოხვდნენ ანსუ ფატი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ფილიპე კოუტინიო, უსმან დემბელე, სერხიო აგუერო და ოსკარ მინგესა. ასევე, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, არ ითამაშებენ სამუელ უმტიტი, მირალემ პიანიჩი და ალექს კოლიადო.

რაც შეეხება "ბილბაოს", მარსელინოს გუნდს მარჯვენა მცველის პრობლემა აქვს, ალექს პეჩარომანი ტრავმირებულია, ხოლო ოსკარ დე მარკოსისა და ანდერ კაპას თამაში საეჭვოა. ასევე, ვერ ითამაშებენ იური ბერჩიჩე, ინიგო კორდობა და ქენან კოდრო.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს შორის გამართული 233 შეხვედრიდან 118 "ბარსელონამ" მოიგო, 77 "ბილბაომ", ხოლო 38 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 328-237. ისინი ერთმანეთს პირველად 1920 წლის 2 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ (2-0). უკანასკნელი 10 შეხვედრიდან, "ბარსამ" 5 მოიგო, 3 დათმო, 2 კი ფრედ დასრულდა.

ლა ლიგაში "ბილბაოსა" და "ბარსას" 180-ჯერ უთამაშიათ: "ბარსელონა" - 90, "ბილბაო" - 60, ფრე - 30. ბურთების შეფარდება - 341-258.

"ბილბაოს" საშინაო არენაზე გამართული მატჩებიდან, მასპინძლების გამარჯვებით 56 დასრულდა, სტუმრების გამარჯვებით 39, 24 კი ფრედ.

საინტერესო სტატისტიკა

  • ინიაკი უილიამსს ყველაზე მეტი გოლი "ბარსას" კარში აქვს გატანილი - 6.
  • ინიაკი უილიამსს ლა ლიგის ზედიზედ 196 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. რეკორდის მოხსნამდე, დარჩენილია 7 შეხვედრა.
  • მწვრთნელის რანგში, რონალდ კუმანს "ბილბაო" 3-ჯერ ჰყავს დამარცხებული, 3-ჯერ კი თავად დამარცხდა.
  • ამ გუნდების მატჩი, ყველაზე ხშირად, მანსპინძლის გამარჯვებით, ანგარიშით 1-0, სრულდება.
  • "სან მამესზე" "ბარსამ" დიდი სხვაობით ბოლოს 2015 წელს გაიმარჯვა - 5-2.
  • "ბარსამ" ლა ლიგის ბოლო 14 საგარეო მატჩიდან 12-ის მოგება შეძლო.

არბიტრი

"სან მამესზე" გასამართ შეხვედრას ხუან მარტინეს მუნუერა გაუძღვება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო შეხვედრაში (სამეფო თასის ფინალი) სწორედ მუნუერა მსაჯობდა.

"ბარსელონას" მატჩში მარტინეს მუნუერას მონაწილეობა 26-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 18 შეხვედრა მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. ლა ლიგაში, მას კატალონიელთათვის 42 ყვითელი (მეტოქისთვის 52) და 0 წითელი (მეტოქისთვის 1) ბარათი აქვს ნაჩვენები. ასევე, მარტინეს მუნუერამ "ბარსას" სასარგებლოდ პენალტი 6-ჯერ დანიშნა, საწინააღმდეგოდ კი - 3-ჯერ.

"ბილბაოს" მატჩში მუნუერას 23-ჯერ უმსაჯია. ბასკებმა 12-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 9-ჯერ წააგეს. 

სავარაუდო შემადგენლობები

SofaScore:

"ბარსელონა" | 4-3-3

ნეტუ - დესტი, გარსია, პიკე, ალბა - დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი - გრიზმანი, მემფისი, ბრეითუეიტი

"ბილბაო" | 4-4-2

აგირესაბალა - დე მარკოსი, ვივიანი, მარტინესი, ბალენსიაგა - ბერენგერი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი - რ. გარსია, უილიამსი

WhoScored:

"ბარსელონა" | 4-3-3

ნეტუ - დესტი, გარსია, პიკე, ალბა - დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი - გრიზმანი, მემფისი, ბრეითუეიტი

"ბილბაო" | 4-4-2

აგირესაბალა - დე მარკოსი, ალვარესი, მარტინესი, ბალენსიაგა - ბერენგერი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი - სანსეტი, უილიამსი

SportsMole:

"ბარსელონა" | 4-3-3

ნეტუ - დესტი, გარსია, პიკე, ალბა - დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი - გრიზმანი, მემფისი, ბრეითუეიტი

"ბილბაო" | 4-4-2

აგირესაბალა - დე მარკოსი, ალვარესი, მარტინესი, ბალენსიაგა - ბერენგერი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი - სანსეტი, უილიამსი

Marca:

"ბარსელონა" | 4-3-3

ნეტუ - დესტი, გარსია, პიკე, ალბა - დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი - გრიზმანი, მემფისი, ბრეითუეიტი

"ბილბაო" | 4-4-2

აგირესაბალა - დე მარკოსი, ვივიანი, მარტინესი, ბალენსიაგა - ბერენგერი, ვენსედორი, დ. გარსია, მუნიაინი - რ. გარსია, უილიამსი

პროგნოზი

SportsMole: ბილბაო 1-2 ბარსელონა

WhoScored: ბილბაო 1-2 ბარსელონა

Squawka: ბილბაო 1-3 ბარსელონა

ტრანსლაცია

შეხვედრა, თბილისის დროით, 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 აგვისტო 2021 21:49
    0
    ვაა მამარდაშვილს შესტენეს პირველივე დარტყმა გაუტარეს სწორ ნაწლავში smiley cold_sweat თუმცა იმედია გამოასწორებს
    --------------------
    THUGS
    Bobi
    სტუმარი [?]
    #4 21 აგვისტო 2021 18:27
    1
    ჯაჯგურა თამაში წავა და ამიტომ ვფიქრობ, არაუხოს დაყენება ხო არ აჯობებს? 😄 მარა ცხადია კუმანმა უკეთ იცის 😂❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 აგვისტო 2021 13:31
    0
    უნდა მოვიგოთ უეჭ.ბილბაოს უპირატესობა სტანდარტებია,ამიტომ უკეთესი იქნება არაუხოს თუ დააყენებს,ცხოველია ბოლოსდაბოლოს.პედრი დაასვენოს ბარემ და ნიკოს ან პუჩს დააწყებინოს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 აგვისტო 2021 13:25
    0
    ლა ლიგის უკანასკნელ 4 შეხვედრაში "ბილბაომ" გოლის გატანა ვერ შეძლო.
    ამის იმედი მაქვს
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 21 აგვისტო 2021 13:22
    0
    გაიმარჯვებს ის გუნდი, ვინც უფრო მეტ ფიზიკურ შეტაკებას მოიგებს თამაშში, სწორედ ასე გააქვს ბილბაოს გოლები. სტანდარტები ყველაზე სახიფათოა ინსტრუმენტია მათი შესრულებით.