ჟოან ლაპორტა: ბარსელონას სათავეში ქალს მალე ვიხილავთ
კატალონიური TV3-ის ეთერში კვირას გავა გადაცემა, რომელშიც "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, კლუბის მომავალსა და საკუთარ ხედვებზე ისაუბრებს.
ინტერვიუ ივნისშია ჩაწერილი, დღეს კი Mundo Deportivo-მ მისი მონაკვეთები გაავრცელა.
"ბარსელონას" წარმატების ერთ-ერთი საფუძველი საზოგადოების მიმართ მუდმივი მხარდაჭერაა.
დიდი დრო არ დარჩა იქამდე, სანამ "ბარსელონას" სათავეში ქალ პრეზიდენტს ვიხილავთ. ვფიქრობ, ამას 10 წელზე ნაკლები დასჭირდება.
პანდემიის დროს ჩვენი ღირებულებები ხელახლა ავწონ-დავწონეთ და მივხვდით, რომ ის, რასაც აქამდე ხშირად უგულებელვყოფდით, სინამდვილეში მნიშვნელოვანია. არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ რაღაც არ გამოგვივა - წარმატებას ყოველთვის ვერ მიაღწევ, ისტორიაში კი ის პროექტები რჩება, რომლებსაც სული აქვთ.
- თქვა ლაპორტამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]