მემფისი და ფრენკი დე იონგი ნიდერლანდების ნაკრების ძირითადში მოხვდნენ
დღეს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე ლატვია მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ეგიდით ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.
"ნარინჯისფრების" ძირითად შემადგენლობაში "ბარსელონას" ფეხბურთელები, ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი მოხვდნენ, ლუკ დე იონგი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.
ფრენკი დე იონგი და მემფისი ნიდერლანდების წამყვანი მოთამაშეები არიან. ეს უკანასკნელი 7 გოლით საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია. განსაკუთრებით შთამბეჭდავი დეპაის თურქეთთან პერფორმანსი იყო, სადაც მან ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
ნიდერლანდების ნაკრები 6 ტურის შემდეგ, ნორვეგიასთან ერთად, 13 ქულით, G ჯგუფის ლიდერია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]