The Best-ის ჯილდოსათვის ბარსელონას 4 ქალი ფეხბურთელი იბრძვის
FIFA-მ ცოტა ხნის წინ The best-ის ჯილდოსათვის ბრძოლის ნომინანტი ქალი ფეხბურთელები დაასახელა.
სასიხარულოა ის ფაქტი, რომ 13 აპლიკანტიდან, 4 კატალონიის "ბარსელონას" რიგებში ირიცხება. ესენი არიან: ალექსია პუტელიასი, აიტანა ბონმატი, ჯენიფერ ერმოსო და გრაჰამჰ ჰანსენი.
აღსანიშნავია, რომ კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ცერემონია დისტანციურ რეჟმში 17 იანვარს გაიმართება.
Mundo Depotivo-ს ვერსიით, ზემოხსენებული ტიტულისათვის ბრძოლაში ფავორიტი ალექსია პუტელიასია. ის 29 ნოემბერს ქალების "ოქროს ბურთის" მოგებისათვის მთავარი კანდიდატია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]