ოფიციალურად: ალექსია პუტელიასს 10-12 თვე გაუცდება

ოფიციალურად: ალექსია პუტელიასს 10-12 თვე გაუცდება

"ბარსელონას" ქალთა გუნდის კაპიტანი ალექსია პუტელიასი "ბლაუგრანას" დაახლოებით ერთი წლით გამოაკლდა.

პუტელიასმა ჯვარედინი იოგების ტრავმა 5 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინა დღეს მიიღო. ცნობილი იყო, რომ მას რამდენიმე თვე გაუცდებოდა. გუშინ ალექსიას ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს კი "ბარსამ" ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა და ცნობილი გახდა, რომ პუტელიასს 10-12 თვე გაუცდება.

ეს ნიშნავს, რომ ყველაზე კარგ შემთხვევაში ალექსია გუნდს 2022/23 წლების სეზონის მიწურულს, მარტის მე-2 ნახევარში დაუბრუნდება.

ალექსია პუტელიასი არა მხოლოდ "ბარსელონას", არამედ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. სწორედ ისაა "ოქროს ბურთის" მოქმედი გამარჯვებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ივლისი 2022 00:15
    0
    საწყენია ძალიან
    Culé [?]
    #4 13 ივლისი 2022 00:18
    1
    უცებ კინაღამ "მ" არ წამეკითხა... ეს რა დამემართააა, არა რაა სათვალე მჭირდება უეჭველი
    Culé [?]
    #3 12 ივლისი 2022 22:47
    1
    რა იჯირითა ასეთი 😘
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 ივლისი 2022 21:08
    3
    მაგრად ტეხავს((((((
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #1 12 ივლისი 2022 21:03
    4
    ეჰჰ რა უიღბლობაა,კარიერის პიკში როცა ხარ და ასეთ ტრამვას როცა იღებს, ძაან საწყენია☹