ბარსელონა ქალთა ფეხბურთში ახალ რეკორდს უმიზნებს
"ბარსელონას" ქალთა გუნდში ბევრი იფიქრეს და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ალექსია პუტელიასის დონის ფეხბურთელის გარეშე თამაში შეუძლებელია.
პუტელიასმა სერიოზული ტრავმა ზაფხულში მიიღო და ის 2022/23 წლების სეზონს ბოლომდე გამოტოვებს.
ინგლისური Sky Sports-ის ინფორმაციით "ბარსამ" პუტელიასის შემცვლელს "მანჩესტერ სიტიში" მიაგნო. საუბარი 25 წლის ნახევარმცველზე, კირა უოლშზეა. წყაროს ცნობით კლუბები უკვე შეთანხმდნენ და "ბარსელონა" "ქალაქელებს" 400 ათას ევროს გადაუხდის, რაც ქალთა ფეხბურთის ახალი რეკორდი იქნება. აქამდე რეკორდული ტრანსფერის ღირებულება 294 ათასი ევრო იყო.
ახლა "ბარსამ" ტრანსფერზე თავად ფეხბურთელი უნდა დაითანხმოს. დრო ცოტა რჩება - ესპანეთში ქალთა სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება.
თუ ეს ტრანსფერი შედგა, "ბარსა" ქალთა ფეხბურთში ორი დიდი რეკორდის მფლობელი იქნება - ყველაზე დიდი დასწრება და ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]